შავი ქლიავისა და არაჟნის კომბინაცია დაუვიწყარ გემოს ქმნის. დესერტი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ

ინგრედიენტების ისეთი კომბინაცია, როგორიცაა_ ქლიავი, არაჟანი და თხილი დაუჯერებლად გემრიელია.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • წყალი 6 ს. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 

  • არაჟანი 350 გრ
  • შავი ქლიავი 250 გრ
  • ნიგოზი 100 გრ
  • მუქი ჩაი 200 მლ
  • შაქარი 70 გრ
  • ვანილი
  • ფქვილი 40 გრ

მომზადების წესი:

შავ ქლიავს ამოაცალეთ კურკა, დაასხით მუქი ჩაი (თბილი) და გააჩერეთ 4 საათი. შემდეგ ქლიავი დაყარეთ საწურზე და ნიგვზით ამოავსეთ.

ამზადებთ ცომს:

  1. გაცრილ ფქვილს ჩაახეხეთ კარაქი და ხელით სწრაფად აურიეთ.
  2. შემდეგ დაამატეთ წყალი და მოზილეთ ცომი.
  3. დაგჭირდებათ 23 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. ყალიბს წაუსვით ცხიმი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ცომი ამოიტანეთ ფორმის კედლებზეც. გვერდების სიმაღლე უნდა იყოს 3 სმ. გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
  4. ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან. ცომი ჩანგლით დაჩხვლიტეთ,  ზემოდან დააფარეთ საცხობი ქაღალდი და სიმძიმისთვის დააყარეთ ხმელი ლობიო.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. ღვეზელს გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.
  6. მზა ბისკვიტიდან აიღეთ ქაღალდი და ცომზე ქლიავი, ერთ ფენად, თანაბრად გაანაწილეთ.

ამზადებთ შიგთავსს:

არაჟანს დაამატეთ შაქარი, ვანილი, ფქვილი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მომზადებული მასა ქლიავზე თანაბრად გაანაწილეთ და ღვეზელი შიგთავსის შესქელებამდე კვლავ შედეთ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!