თუ კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება თქვენთვის ნაცნობი პრობლემაა, მიზეზი ამ მინერალების დეფიციტში შეიძლება იყოს

თუ თქვენ დაბუჟებისა და ჩხვლეტის უსიამოვნო შეგრძნებები აღგენიშნებათ, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, რა იწვევს ამ პრობლემებს.

ყველაზე ხშირად ამ უსიამოვნო შეგრძნებების გამომწვევი მიზეზები, შეიძლება იყოს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი.

1. კალციუმი

ორგანიზმი კალციუმს არ გამოიმუშავებს, ამიტომ ის საკვებიდან უნდა მივიღოთ.

კალციუმი ხელს უწყობს ძვლების, გულისა და კუნთების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. სამწუხაროდ, ამ მინერალის დიდ ნაწილს ვკარგავთ ოფლის, შარდისა და განავლის გზით.

ჩხვლეტა და დაბუჟება_ეს ორი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომლებიც მიუთითებს კალციუმის დეფიციტზე.

მოცემული პრობლემის გადასაჭრელად, დაამატეთ თქვენი კბევის რაციონს კალციუმით მდიდარი პროდუქტები: რძის ნაწარმი, სეზამის მარცვლები, ბოსტნეული და სხვა.

2. მაგნიუმი

მაგნიუმი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს გულის, კუნთებისა და ჰორმონების ფუნქციონირებაში.

მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ჩხვლეტას და დაბუჟებას. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ბოსტნეული, მწვანილი, ნუში, გოგრის თესლი და სხვა.

გაითვალისწინეთ, რომ ჭარბი ალკოჰოლი, კოფეინი და ზოგიერთი მედიკამენტი ამცირებს ორგანიზმში მაგნიუმის დონეს.

3. ვიტამინი D

D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას. კალციუმი აუცილებელია ძვლების, გულისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის. შეგიმცირებთ ჩხვლეტასა და დაბუჟებას.

D ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, უმადობას, წონის დაკარგვასა და ყაბზობას.

D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა მზის სხივები. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს კვერცხი, ცხიმიანი თევზი, რძის ნაწარმი.

4. ვიტამინ B12-ის დეფიციტი

ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დეპრესიას, მეხსიერებების დარღვევებს, აზროვნების პროცესის შენელებას.

ვიტამინ B12-ის დეფიციტი იწვევს ჩხვლეტას, დაბუჟებას, სახსრების ტკივილსა და ქოშინს.

მოცემული ვიტამინის დეფიციტს იწვევს არასწორი კვება, ორგანიზმის უუნარობა შეიწოვოს საკვები ნივთიერებები.

სერიოზული ხარვეზები შეიძლება გამოსწორდეს სათანადო კვებით, საჭმლის მონელების გაუმჯობესებით და საკვები დანამატებით.

5. ვიტამინი E

E ვიტამინი ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა. გარდა ამისა, იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, აფერხებს დაბერების პროცესს და იცავს ნერვულ სისტემას. მოცემული ვიტამინის დეფიციტი იწვევს ხელებისა და ფეხების დაბუჟებას.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს E ვიტამინით მდიდარი ბროკოლი, ავოკადო, კივი, მანგო, თხილეული, მზესუმზირისა და სელის თესლი, პამიდორი.

E ვიტამინის დანამატები ზოგადად უსაფრთხოდ ითვლება, მაგრამ ორსულებმა მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს. E ვიტამინის მაღალმა დონემ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ჯანმრთელობას.

იცხოვრეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას და ამ გზით შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის აღმოფხვრას!