თუ თქვენ თმის ცვენის სერიოზული პრობლემა გაქვთ აუცილებლად გამოიყენეთ ულუმბოს (უცხო სუნელი) თესლი. ეს ბუნებრივი პროდუქტი მოგაშორებთ ქერტლს, შეგიჩერებთ ცვენას, ხელს უწყობს თმის ზრდას, ანიჭებს მას მბზინვარებას, აუმჯობესებხელს სისხლის მიმოქცევას და აღადგენს თმის მიძინებულ ფოლიკულებს.
გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო რეცეპტს, რომელთა საშუალებით მაქსიმალურ შედეგს მიიღებთ.
რეცეპტი N1
1 ჩ. კ. ულუმბოს თესლს დაასხით 50 მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ დილამდე. შემდეგ დააბლენდერეთ და შეურიეთ 1 ჩ. კ. ქოქოსის ან ნუშის ზეთი. მომზადებული მასა დაიტანეთ თავის კანზე და გაიკეთეთ მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. ბოლოს გადაივლეთ ლიმონიანი წყლის ნარევი.
მოცემული საშუალება შეგიჩერებთ თმის ცვენას და გმატებთ მოცულობას. ნიღაბი გაიკეთეთ ყოველი დაბანის წინ. პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.
რეცეპტი N2
3 ს. კ. თესლს დაასხით ცოტა 50 მლ თბილი წყალი და გააჩერეთ 8-10 საათი. შემდეგ დააბლენდერეთ, დაამატეთ 3 ჩ. კ. საპნის ხის კაკლის ფხვნილი და აურიეთ. მომზადებული საშუალება შეიზილეთ თავის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.
რეცეპტი N3
2 ს. კ. ულუმბოს თესლს დაასხით 100 მლ-მდე თბილი წყალი და გააჩერეთ დილამდე. შემდეგ გადაწურეთ და წყალი შეიზილეთ სუფთა და ნესტიან თმაზე. 20 წუთის შემდეგ თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.