
შემოგთავაზებთ ფხვიერი ცომით მომზადებული რგოლების რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი (ცივი) 250 გრ
- შაქარი 150 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- ვანილის შაქარი 8 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ფქვილი 2,5 ჩ. ჭ.
ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის გული
- რძე 2 ს. კ.
- მოსაყრელად დაგჭირდებათ 1 ჩ. ჭ. მოხალული მიწის თხილი
მომზადების წესი:
- კარაქი დაჭერით. მიწის თხილი მოხალეთ და დაჭერით.
- კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი და გამაფხიერებელი მსუბუქად ათქვიფეთ. ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ფხვიერი ცომი. რბილი ცომი ხელებს არ უნდა ეკრობოდეს.
- ცომი ჩადეთ თასში, გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააბრტყელეთ, დაახლოებით, 8 მმ სისქის ფენად. გამოჭერით წრეები, დაახლოებით, 9 სმ დიამეტრის. შემდეგ თითოეული წრის ცენტრში გამოჭერით პატარა, 2 სმ დიამეტრის, წრე.
- დარჩენილი ცომები შეაგროვეთ, კვლავ გააბრტყელეთ და გამოჭერით წრეები.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყვეთ მომზადებული რგოლები. კვერცხის გული და რძე ათქვიფეთ. მომზადებული ნარევი რგოლებს ზემოდან ფუნჯით გადაუსვით და მოაყარეთ დაჭრილი მიწის თხილი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
ოქროსფრად დაბრაწული ნუგბარი გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!