გულძმარვასა და კუჭის წვას ეს საშინაო საშუალებები მყისიერად გაუმკლავდება

ბოლო დროს სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს ნაწლავებისა და საჭმლის მონელების პრობლემები. ყველაზე ხშირად ეს პრობლემები იწყება გასტრიტის  განვითარებით.

გასტრიტის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომლის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. ყველაზე ხშირად ამ დაავადებას იწვევს: არასწორი კვება, სტრესები, ზოგიერთი მედიკამენტი, ალკოჰოლი, თამბაქო.

თუ დროულად არ მიღებთ ზომებს, შეიძლება გასტრიტმა საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა შეგიქმნათ.

გასტრიტის შემაშფოთებელი სიმპტომების, განსაკუთრებით წვის, ტკივილისა და მჟავიანობის აღმოფხვრას, საჭმლის მონელების ნორმალიზებას შეძლებთ მარტივი ეფექტური ბუნებრივი საშუალებებით.

1. კარტოფილის წვენი

მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად უებარი საშუალებაა კარტოფილის წვენი. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე,   მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ფინაჯანი კარტოფილის წვენი. გაითვალისწინეთ, არ გამოიყენოთ მწვანე შეფერილობის კარტოფილი, აარჩიეთ ჯანსაღი და შავი წერტილების გარეშე.

2. ნიახურისა და სტაფილოს წვენი

მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდბეთ:

  • სტაფილო 2 ცალი
  • ნიახური რამდენიმე ღერო
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მომზადებისთანავე მიიღეთ. წვენი მოგიხსნით წვის შეგრძნებას და კუჭის ტკივილს.

3. ბრინჯის წყალი

მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 2 მუჭა თეთრი ბრინჯი
  • 1 ლ წყალი

ბრინჯს დაასხით წყალი და მოხარშეთ. ნახარში გააგრილეთ, გადაწურეთ და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.

4. ოხრახუშის წყალი

გარდა იმისა, რომ ეს მცენარე კარგი შარდმდენი საშუალებაა, ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების შემცირებას.

ოხრახუშის რამდენიმე ღეროს დაასხით 1 ლ წყალი, ცოტა ხანს გააჩერეთ და მომზადებული მასა მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.

დაიმახსოვრეთ, წვენები გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. გისურვებთ ჯანმრთელობას!