ვიტამინების ნაკლებობის 6 ნიშანი, რომელიც სახეზე გეტყობათ

ვიტამინების ნაკლებობის პრობლემა გაზაფხულზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიტამინების გარეშე ჩვენ უფრო სუსტად ვგრძნობთ თავს და უამრავი ვირუსის სამიზნე ვხდებით. სწორედ ამიტომ წარმოგიდგეთ იმ ნიშნებს, რომლითაც ამ პრობლემის შემჩნევას და მის მოგვარებას შეძლებთ დროულად:

6. ზედმეტად მკრთალი სახე

სახის ფერის ნორმალურზე ბევრად უფრო ღია ფერის შემჩნევის შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ ეს შეიძლება B12 ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომი იყოს. ამის გამოსასწორებლად უფრო მეტი ხორცი და ზღვის პროდუქტები უნდა ჭამოთ.

5. მშრალი თმა

გამომშრალი და სუსტი თმა ბიოტინის, ანუ B7 ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომია. ამას ხშირად ანტიბიოტიკების გამოყენება იწვევს. ამ ვიტამინის მისაღებად უნდა ჭამოთ თევზი, ბოსტნეული, სოკოები და მსგავსი პროდუქტები.

4. შეშუპებული თვალები

თვალების და კიდურების შეშუპება იოდის ნაკლებობის სიმპტომია. იოდის მისაღებად შეგიძლიათ მიირთვათ მარილიანი კერები, ლობსტერი, რძის პროდუქტები და პური.

3. უფერული ტუჩები

ტუჩების გაუფერულება რკინის ნაკლებობის ნიშანია. ამის გამოსასწორებლად საჭიროა მეტი წითელი ხორცის ჭამა და კალციუმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების ჭამაზე უარის თქმა.

2. ღრძილების სისხლდენა

ეს სერიოზული პრობლემა C ვიტამინის ნაკლებობის ნიშანი გახლავთ. ამ ვიტამინის ნაკლებობამ იმუნიტეტის შესუსტება, კუნთების ტკივილი და კბილების პრობლემებიც შეიძლება გამოიწვიოს. მის მისაღებად შეგიძლიათ ციტრუსები და წითელი წიწაკა მიირთვათ.

1. აუხსნელი დაღლილობა და თაბრუსხვევა

თუკი კარგად გამოძინების შემდეგაც კი თავს დაღლილად გრძნობთ, მაშინ ეს B12 ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომია. ასეთ დროს ორგანოებისთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესი ფერხდება და ეს იწვეს დაღლილობას და სისუსტეს. ეს ვიტამინი ასევე ეხმარება ტვინს და ნერვულ სისტემას ნორმალურად ფუნქციონირებაში.