ერთი ზეთი მრავალი პრობლემის წინააღმდეგ. საკმევლის ზეთი ძლიერი მკურნალია

საკმევლის ზეთი სამკურნალო ზეთების მეფეა და ის ნამდვილად იმსახურებს ამ წოდებას. საკმევლის ზეთის საშუალებით შეგიძლიათ მოიგვაროთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა.

1. ჭრილობების, ნაკაწრებისა და დამწვრობების მკურნალი

ჭრილობების, ნაკაწრებისა და დამწვრობების შესახორცებლად ჯერ წაისვით ლავანდის ეთერზეთი, შემდეგ თხელ ფენად შეიზილეთ საკმევლის ზეთი. მოცმეულ პრობლემათა გადასაჭრელად ამ ორი ზეთის კომბინაცია საუკეთესოა.

2. ნერვული სისტემის მხარდამჭერი

ამ ზეთის აქტიური ინგრედიენტი გვეხმარება სუფთა გონებისა და ემოციური ბალანსის მიღწევაში.

3. ამცირებს და არბილებს ნაწიბურებს

ნაწიბურების შესამცირებლად და დასარბილებლად 1 ჩ. კ. ქოქოსის ზეთს დაამატეთ 2-3 წვეთი საკმევლის ზეთი და შეიზილეთ დაზიანებულ კანზე.

4. აძლიერებს იმუნიტეტს

იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ყოველდღიურად შეიზილეთ ფეხებზე, განსაკუთრებით თითებზე, საკმევლის ზეთის რამდენიმე წვეთი.

5. ამცირებს სტრესსა და შფოთვას

მოცემული ზეთი გვეხმარება მოდუნებაში და გვაძლევს სიმშვიდის განცდას. როდესაც დაძაბული ხართ, მასაჟისთვის განკუთვნილ ზეთს დაამატეთ საკმევლის ზეთის რამდენიმე წვეთი და შეიზილეთ თავის უკანა მხარეს.

6. ჰორმონები და მეხსიერება

ეს ზეთი ხელს უწყობს ჰორმონების დაბალანსებასა და მეხსიერების გაუმჯობესებას.

7. კანის დაბერება

საკმევლის ზეთის რამდენიმე წვეთი დაამატეთ ქოქოსის ან სელის ზეთს და შეიზილეთ სახის კანზე. აგრეთვე შეგიძლიათ საკმევლის ზეთი დაამატოთ თქვენს ყოველდღიურ დამატენიანებელ მალამოს.

8. თავის ტკივილი

მოცემული ზეთი გამოიყენეთ თავის ტკივილის მოსახსნელად.

9. გაციება და ხველა

საშუალო ზომის თასში ჩაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ საკმევლის ზეთის 6 წვეთი და ჩვეულებრივი წესის მიხედვით გაიკეთეთ ინჰალაცია. ორთქლს სუნთქავთ მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში ამატებთ ცხელ წყალს.

10. ქავილის მოსახსნელად

გაღიზიანებულ ადგილზე შეიზილეთ 1-2 წვეთი საკმევლის ზეთი. ის დაუყოვნებლივ მოგიხსნით კანის ანთებასა და ქავილს.

11. მოგიხსნით სახსრების ტკივილსა და შეშუპებას

დაამატეთ მასაჟის ზეთს საკმევლის ზეთი და მსუბუქად დაიმასაჟეთ დაზიანებული ადგილები.

12. წმენდს პრობლემურ კანს

საკმევლის ზეთის 1-2 წვეთი შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე.

13. აუმჯობესებს განწყობას

საკმევლის ზეთის 5-6 წვეთი დაამატეთ ჰაერის დამატენიანებელს. ამ გზით ამშვიდებთ ატმოსფეროს, რასაც შედეგად მოჰყვება განწყობის გაუმჯობესება.

14. მოგაშორებთ პაპილომებსა და მეჭეჭებს

დაზიანებულ ადგილებზე დღეში 3-4 ჯერ შეიზილეთ საკმევლის ზეთის 1 წვეთი. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

15. აუმჯობესებს მხედველობას

ხელისგულზე დაიწვეთეთ 1-2 წვეთი საკმევლის ზეთი და საჩვენებელი თითით შეიზილეთ თვალების გარშემო კანზე (მოერიდეთ თვალებს). ამ გზით შეძლებთ მხედველობის გაუმჯობესებას და ფოკუსირების უნარს.

16. ჰაერის გამწმენდი

წყლიან თასს დაამატეთ საკმევლის ზეთის რამდენიმე წვეთი და ოთახი აღივსება სასიამოვნო სურნელით.

17. ჯანმრთელი პირის ღრუ

საკმევლის ზეთი სასარგებლოა პირის ღრუს პრობლემების აღმოსაფხვრელად. მოამზადეთ ქოქოსის ზეთისა და საკმევლის ზეთის ნაზავი და გაიყუჩეთ კბილის ტკივილი. მისი წყალობით შეძლებთ ღრძილების ანთებისგან და ინფექციებისგან განკურნებას.

18. აუმჯობესებს ძილს

დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჰაერის გამწმენდს დაამატეთ საკმევლის ზეთის 2-3 წვეთი. ამ გზით შეძლებთ დამშვიდებას და ბავშვივით დაძინებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ უძლიერესი სამკურნალო ზეთი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გისურვებთ ჯანმრთელობას!