ქუსლების კანი ბზარების, კოჟრებისა და გარქოვანებული კანისგან თავისუფალი რომ იყოს, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი ნარევი

1011

თუ ქუსლებს სათანადოდ არ უვლით, კანი შრება, უხეშდება, ჩნდება ბზარები. უამრავი უმარტივესი საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებით შეძლებთ ლამაზი, რბილი და გლუვი ქუსლები გქონდეთ.

შემოგთავაზებთ ეფექტური, ბიუჯეტური და მოსამზადებლად უმარტივესი ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომელიც კურნავს დაბზარულ ქუსლებს, მოგაშორებთ კოჟრებსა და სოკოს.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ასპირინი 5 აბი
  • ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი

ლიმონი ბუნებრივი ამქერცლავი საშუალებაა. ასპირინი საუკეთესო გამწმენდი, დამატენიანებელი და ამქერცლავი საშუალებაა.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

პირველ რიგში, ასპირინის აბები კარგად დაფშხვენით. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ, უნდა მიიღოთ პასტისებური მასა.

ფეხები დაიბანეთ და მომზადებული წამალი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ქუსლები პემზით გაიხეხეთ. ამ გზით შეძლებთ მკვდარი და გაუხეშებული კანის მოშორებას. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ.

მოცემული საშუალება გამოიყენეთ ყოველდღიურად. სასურველ შედეგს უმოკლეს დროში მიიღებთ.