თუ თმა გცვივათ და საფარი შეგითხელდათ, ცადეთ ხელნაკეთი ნიღაბი. მას ძალიან ვემადლიერები

1195

როგორც წესი, თმის მოსავლელად კომერციულ პროდუქტებს ვიყენებთ და გვავიწყდება, რომ ბევრად უფრო ეფექტური, უსაფრთხო, მოსამზადებლად უმარტივესი და ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული უამრავი ხელნაკეთი საშუალება არსებობს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ლუდის საფუვრის ბაზაზე მომზადებული საოცრად ეფექტური ნიღაბის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ თმის ცვენის შეჩერებას. ნიღაბი ხელს უწყობს თმის ზრდას, საუკეთესოა დაზიანებული თმის აღსადგენად, გაგათავისუფლებთ ქერტლისგან, არბილებს თმას.

ლუდის საფუვრის ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის თმაზე.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ცხელი რძე 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლუდის საფუარი 20 გრ (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში)
  • 1 ცალი კვერცხის გული

მომზადებისა და მოხმარების წესები:

  1. ცხელ რძეს შეურიეთ თაფლი, საფუარი და 15-20 წუთი გააჩერეთ სითბოში. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული და თმის ნიღაბიც მზად არის.
  2. ნიღაბის გამოყენებამდე თავი დაიბანეთ, შეიმშრალეთ და ნიღაბი შეიზილეთ სუფთა და დატენიანებულ თმაზე, დაიხურეთ შხაპის ქუდი და საფუვრის მოქმედებისთვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად დაითბუნეთ პირსახოცით. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი. თმა ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ბალზამი.

გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბს საფუვრის სუნი აქვს, მაგრამ დაბანის შემდეგ გაქრება.

ნიღაბს შეგიძლიათ დაამატოთ ან ჩაანაცვლოთ სხვა ინგრედიენტებით, მაგალითად, იოგურტი, ალოე ვერა, ქოქოსის ზეთი და სხვა.  მაგრამ, ძირითადი ინგრედიენტი, საფუარი არ გამორიცხოთ. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. შიგადაშიგ შეისვენეთ ხოლმე.

პირველივე გამოყენების შემდეგ თქვენი თმა მიიღებს წარმოუდგენელ ბზინვარებას, მოცულობასა და სისქეს.