საშინაო მაიონეზის სამი მარტივი რეცეპტი. ის არა მხოლოდ გაცილებით გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა

359

ალბათ, გიყვართ მაიონეზით სხვადასხვა კერძების მომზადება. მართალია, კომერციული მაიონეზი ძალიან გემრიელია, მაგრამ პრობლემაა დანამატები: მჟავეები, კონსერვანტები, საღებავები, გემოს გამაძლიერებლები…

ამიტომ გირჩევთ, მაიონეზი მოამზადოთ შინ და თამამად მიირთვათ.

შემოგთავაზებთ სამ რეცეპტს, რომელთა საშუალებით მოამზადებთ გემრიელ და დაბალკალორიულ მაიონეზს.

1. ნაზი მაიონეზი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სტაფილო (საშუალო) 3 ცალი
  • კარტოფილი (საშუალო) 4 ცალი
  • ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთი 2-3 ს. კ.
  • ნიორი 2-3 კბილი
  • როზმარინი (ახალი ან გამხმარი) 1 ს. კ.
  • დაჭრილი ოხრახუში (ან კამა, ქინძი) 1 ს. კ.
  • კურკუმა ან შავი პილპილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი და სტაფილო გათალეთ, მოხარშეთ (ნახარში არ გადაღვაროთ), გააგრილეთ, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში.
  2. შემდეგ დაამატეთ ნახარშის მცირე ნაწილი (რომ ბლენდერმა მუშაობა შეძლოს) და დააბლენდერეთ.
  3. დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ნიორი, როზმარინი, მწვანილი და დააბლენდერეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გახდება ნაღების კრემის მსგავსი.
  4. მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული მაიონეზი ძალიან უხდება სალათებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუტერბროდების და სხვა კერძების მოსამზადებლად.
  5. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 2 კვირა.

2. მწვანე მაიონეზი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ფანტელები 1 ჩ. ჭ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 3 ს. კ.
  • ოხრახუში ან ქინძი 10-12 ღერო
  • კურკუმა მწიკვი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მასა უნდა იყოს  კრემის მსგავსი.
  2. მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული მაიონეზი შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათების მოსამზადებლად.

აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 3 დღე.

3. თხილის მაიონეზი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თხილი კეშიუ (გარეცხეთ, 4 საათით ჩაალბეთ და შემდეგ კარგად გააშრეთ) 1 ჩ. ჭ.
  • გაფილტრული წყალი 100 მლ
  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • ვაშლის ძმარი 2 ჩ. კ.
  • მდოგვი 1 ჩ. კ.
  • ნიორი 1 კბილი
  • მარილი 1 ჩაის კოვზამდე
  • ზეითუნის ზეთი 100 მლ

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები, გარდა ზეითუნის ზეთისა, დააბლენდერეთ მაქსიმალურ სიჩქარეზე.
  2. ბლენდერი ჩართეთ ყველაზე დაბალ სიჩქარეზე და ნელ-ნელა  დაამტეთ ზეითუნის ზეთი და თანდათან აუწიეთ სიჩქარეს.

მზა მაიონეზი გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში. მაიონეზი გასქელდება. გამოსაყენებლად ვარგისია 7-10 დღე.