
ნივრის წყალი უძლიერესი სამკურნალო სასმელია, რომლის საშუალებითაც ორგანიზმს უამრავ სარგებელს მოუტანთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნივრის წყლის სწორად მომზადების რეცეპტს. წყალი, რომელსაც აქვს საოცარი თვისებები და ძლიერი სამკურნალო ეფექტი მთელ ორგანიზმზე. და თუ გსურთ, მიიღოთ მისი სარგებელის მაქსიმუმი, აუცილებლად უნდა დალიოთ მომზადებისთანავე.
სამკურნალო წყლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ფოლადის უჟანგავი ჭურჭელი.
საჭირო ინგრედიენტები:
- ნიორი 2 კბილი
- ლიმონი 3 ნაჭერი
- თბილი წყალი 1 ჩ. ჭ.
- ზეითუნის ზეთი 3-4 წვეთი
მომზადებისა და მიღების წესები:
ნიორი გაარჩიეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ფოლადის უჟანგავ ჭურჭელში. შემდეგ დაამატეთ ლიმონის ნაჭრები, დაასხით თბილი წყალი, ზეითუნის ზეთის წვეთები და გააჩერეთ 15 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ და დაუყონებლივ მიიღეთ.
როგორც ხედავთ, ნივრის წყლის მოსამზადებლად რამდენიმე ინგრედიენტის დამატება გჭირდებათ. თითოეული მათგანი გვთავაზობს რაღაც განსაკუთრებულს, რათა კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ ნივრის წყლისგან. მაგალითად, ანტიოქსიდანტებით გაჯერებული ლიმონი იცავს ნიორში არსებულ ძლიერ ნაერთებს დაზიანებისგან. გარდა ამისა, ვიტამინებითა და მინერალებით დატვირთულ ლიმონს უამრავი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. ზეითუნის ზეთი ხელს უწყობს ნივრის ცხიმში ხსნადი ზოგიერთი ნაერთის ათვისებას.
ნივრის წყლის რეგულარულად გამოყენებით უზარმაზარ სარგებელს მიიღებთ. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკის შემცირება.
ნივრის წყალი ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, აგარიდებთ თრომბების წარმოქმნას. ნიორი ამცირებს სისხლის წნევას, აგრეთვე არეგულირებს ქოლესტერინის დონეს.
სამკურნალო სასმელის საშუალებით გაიძლიერებთ იმუნიტეტს, შეძლებთ აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოთ ვირუსებსა და ინფექციებს, ამცირებს სახსრების ტკივილს, ანთებასა და შეშუპებას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციონირებას.
ნივრის წყლის ყოველდღიურად მიღება არ არის რეკომენდებული. მიიღეთ 1 ფინჯანი კვირაში 1-2 ჯერ. საკმარისია, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სარგებლის მისაღებად, რომელსაც ეს სასწაულებრივი სამკურნალო სასმელი გვთავაზობს. ნივრის წყალი მიიღეთ დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
თუ თქვენ იღებთ სისხლის გამათხელებელს ან წნევის დამწევ მედიკამენტებს, ნივრის წყალი არ დალიოთ ექიმის კონსულტაციის გარეშე, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნივრის წყალი ათხელებს სისხლს და ამცირებს არტერიულ წნევას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!