პლანტარული ფასციიტი არის ქუსლის არეში ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად წარმოქმნილი გაძვალებული ქსოვილი, დეზი, რომელსაც ზეწოლით ახლავს ძლიერი ტკივილი. ამ სტრუქტურის ანთება იწვევს ძლიერ ტკივილს, რომელიც ხელს უშლის მოძრაობას.
სტატისტიკის მიხედვით, მოცემული პრობლემის წინეშე მოსახლეობის თითქმის 50% დგას. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც ფეხისგულის ფასციიტი აწუხებს ყურადღებით გაეცანით სტატიას. შემოგთავაზებთ რა სახის სარელაქსაციო ვარჯიშები დაგეხმარებათ მოქნილობისა და სიძლიერის აღდგენაში. მიჰყევით ამ მარტივ მითითებებს და მალე დაივიწყებთ მოცემულ პრობლემას.
ეს ვარჯიშები აერთიანებს გაჭიმვის, რელაქსაციის ტექნიკას და დაგეხმარებათ ტკივილისა და ანთების შემცირებაში:
1. ბურთი
დამამშვიდებელი ვარჯიშის შესასრულებლად კომფორტულად დაჯექით სკამზე და გაასწორეთ ზურგი. ჩოგბურთის ბურთი დადეთ იატაკზე, ფეხისგულით მსუბუქად დააწექით და აგორავეთ ბურთი წინ და უკან. მნიშვნელოვანია, რომ მასაჟი ჩატარდეს პლანტარული ფასციის მთელ სიგრძეზე.
ჯერ ერთ ფეხზე გაიკეთეთ მასაჟი 60 წმ განმავლობაში, შემდეგ_მეორეზე. ვარჯიში შეასრულეთ თითოეულ ფეხზე 2 ჯერ.
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ბურთის ნაცვლად სიმინდის ხმელი ტარო გამოიყენოთ.
2. ღრმა გაჭიმვა
დაჯექით, აწიეთ ერთი ფეხი და დაიდეთ მეორე ფეხის მუხლზე. ერთი ხელით დაიჭირეთ ქუსლი ისე, რომ არ იმოძრაოს, ხოლო მეორე ხელით ფეხის თითები მაქსიმალურად მოჭიმეთ თქვენკენ ისე, როგორც შეძლებთ. გააჩერეთ 15 წამი და გაუშვით. ვარჯიში გაიმეორეთ 4-ჯერ. შემდეგ შეცვალეთ ფეხი.
3. ვარჯიშების ჯგუფი
ამ ტიპის გაჭიმვის შესასრულებლად გამოიყენეთ პირსახოცი. დაჯექით იატაკზე, გაასწორეთ ზურგი, ფეხები შეატყუპეთ, პირსახოცი ამოიდეთ ფეხების თაღის ქვეშ.
პირსახოცი თქვენკენ მოქაჩეთ და ფეხები მაღლა აწიეთ ისე, რომ მუხლები არ მოხაროთ, გააჩერეთ 30 წამი და ჩამოწიეთ. ვარჯიში გაიმეორეთ რამდენიჯერმე.
ფეხისგულის ფასციოზის სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინულის კუბიკი. დღეში 3-4-ჯერ 10 წუთის განმავლობაში შეიზილეთ ფეხისგულებზე ყინულის კუბიკი.
შეეცადეთ, ძლიერი ტკივილის დროს დაისვენოთ და იმ დღეს ძალიან არ გადაიტვირთოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!