თუ ამ რეცეპტის მიხედვით გადაწყვეტთ კექსის მომზადებას, ძალიან მარტივად გამოაცხობთ ოქროსფერი ქერქით დაფარულ ნაზ და ფუმფულა მაფინებს.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 100 გრ
- შაქარი 150 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- ხაჭო 200 გრ
- 1 ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა
- ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
- გამაფხვიერებელი 1 შეფუთვა
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- ოთახის ტემპერატურის კარაქს დაამატეთ შაქარი, მარილი და ათქვიფეთ მიქსერით.
- დაამატეთ კვერცხი და გააგრძელთ თქვეფა. შემდეგ შეურიეთ ხაჭო. ხაჭო უნდა იყოს რბილი, მაგრამ თუ მშრალი და მკვრივი ხაჭო გაქვთ, გაატარეთ საცერში.
- მიღებულ მასას დაამატეთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა_ლიმონის ქერქის ზედა თხელი ყვითელი ფენა.
- დარჩა ფქვილი და გამფხვიერებელი. გაცრილი ფქვილისა და გამაფხვიერებლის ნარევი კოვზით სწრაფად შეაზილეთ მიღებულ მასას. კექსის ცომს არ უყვარს დიდხანს ზელა.
- მომზადებული ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმებში. გაავსეთ ფორმის 2/3.
- ღუმელი გააცხელეთ 190-200 გრადუს ტემპერატურაზე, როდესაც კექსები ოქროსფრად დაიბრაწება მზად არის. ფორმებიდან 5-10 წუთის შემდეგ ამოიღეთ, გააგრილეთ და დაფარეთ შაქრის ფხვნილით ან გამდნარი შოკოლადით, ან მინანქრით.
გემრიელად მიირთვით!