ერთი ვიტამინი თმის ცვენის, ქოლესტერინის მოჭარბების, ზედმეტი წონისა და კანის კომსეტიკური პრობლემების წინააღმდეგ

ვიტამინი H, იგივე ბიოტინი (B7), B ჯგუფის ვიტამინების დიდი ოჯახის წევრია.

ვიტამინი H ჩვეულებრივ ასოცირდება თმის ჯანმრთელობასთან. ბიოტინი აქტიურად გამოიყენება თმის ცვენის შესაჩერებლად. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მოცემული ვიტამინი ხელს უშლის თმის ნაადრევ გააჭაღარავებას. სწორედ ამიტომ, უმატებენ ბიოტინს თმის მოვლის საშუალებებს.

იცით თუ არა, რომ ვიტამინი H აუცელებელია კანისთვის, ხელს უწყობს კანის უჯრედების გაახალგაზრდავებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ  ფსორიაზის, ანთების, გამონაყარისა და კანის სხვა პრობლემათა სამკურნალოდ.

უამრავი სასარგებლო თვისებით გაჯერებული ბიოტინი აუცელებელია ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

ვიტამინ H-ს შეუძლია სისხლში შაქრის დონის კონტროლი. შედეგად, შესაძლებელია ჰიპერგლიკემიის მრავალი გართულების პრევენცია.

ბიოტინი ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამებისგან სწრაფად გათავისუფლებას.

ვიტამინი H აგავსებთ ენერგიით.

გულის დაავადების ერთ-ერთი მრავალი რისკფაქტორია ცუდი ქოლესტერინის მაღალი დონე. ბიოტინი კი ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას და ამ გზით აგარიდებთ გულის დაავადებათა რისკს.

B ჯგუფის ვიტამინები ცნობილია ტვინის და ნერვების ჯანმრთელობის მხარდაჭერის უნარით. იმისათვის, რომ ნერვული სისტემა და ტვინი შეინარჩუნოთ საუკეთესო ფორმაში მიიღეთ ბიოტინი, B ჯგუფის ვიტამინების ოჯახის ნაწილი.

ბიოტინი თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინია და უნდა იზრუნოთ, რომ მიიღოთ საჭირო რაოდენობით.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ბიოტინით მდიდარი საკვები პროდუქტები: საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ქათამი, განსაკუთრებით ღვიძლი და თირკმელები, თევზი, კვერცხის გული, ყველი, კარაქი, ბანანი, ჟოლო, თხილი, თხილის კარაქი, თხილის რძე, ლობიო.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, გაიჯერეთ ორგანიზმი მეტად სასარგებლო ვიტამინით და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა!