ხაჭოს ნამცხვარი ნაზი და ფხვიერი ცომით, არომატული შიგთავსითა და ხილიფაფით

472

შემოგთავაზებთ ხაჭოს უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს. ნაზი და ფხვიერი ცომი, ხაჭოს არომატული შიგთავსი და გარგრის ან შინდის ხილფაფა სოცრად გემრიელ კომბინაციას ქმნის. შეგიძლიათ ხილფაფა ჩაანაცვლოთ ცოცხალი ხილით. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
  • კარაქი 100 გრ
  • არაჟანი 2 ს. კ.
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადების წესი:

კარაქი გაადნეთ. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი, კარაქი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მზა ცომი საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და თანაბრად გაანაწილეთ. ცომს ზემოდან მოაფრქვიეთ ცოტა მანანი.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 500 გრ
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • 4 ცალი კვერცხის გული
  • მანანი 1 ს. კ.
  • არაჟანი 100 გრ

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გული, შაქარი და მანანი ათქვიფეთ. ხაჭო და არაჟანი დააბლენდერეთ და კვერცხიან მასას შეურიეთ.
  2. მზა შიგთავსი ცომზე თნაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.
  3. 4 ცალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ ნახევარი ჩ. ჭ. შაქრის ფხვნილი.
  4. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ღვეზელი გამოიღეთ ღუმელიდან და ხილფაფა წუსვით ზოლებად.

ზოლებს შორის ადგილები ამოავსეთ ბეზეთი და მორთეთ თქვენი სურვილის მიხედვით. ღვეზელი 10 წუთით კვლავ შედეთ ღუმელში. გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით!