შემოგთავაზებთ ფენოვანი ცომით მომზადებული ჰაეროვანი და არომატული ტკბილეულის, ე. წ. ,,ენების“, რეცეპტს.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 3 ჩ. ჭ. + 2 ს. კ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- მარილი 1 ჩ. ჭ.
- კვერცხი 1 ცალი
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
- კარაქი 250 გრ
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი, კვერცხი, ლიმონის წვენი, წყალი და მოზილეთ ცომი. მზა ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ ოთხკუთხა ფენად.
- დარბილებულ კარაქს დაამატეთ 2 ს. კ. ფქვილი, აურიეთ და მიღებული მასა დადეთ ცომის შუაში. შემდეგ ფენა დაკეცეთ კონვერტისებურად, შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 20 წუთით შედეთ მაცივარში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და კვლავ გააბრტყელეთ. ცომს აბრტყელებთ ერთი მიმართულებით. შემდეგ დაკეცეთ ისევ კონვერტისებურად, კვლავ შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 15 წუთით შედეთ მაცივარში. ეს პროცედურა გაიმეორეთ კიდევ ერთხელ.
- მზა ცომი გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ოთხკუთხა ფენად და დაჭერით მართკუთხედ ნაჭრებად. თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ შაქარი.
- საცხობი ფორმა დაასველეთ წყლით და დააწყვეთ მომზადებული ცომები. ღუმელი გააცხელეთ 200-220 გრადუს ტემპერატურაზე. როდესაც ,,ენები“ ოქროსფრად დაიბრაწება ე. ი. მზად არის.
მოამზადეთ ფენოვანი და ჰაეროვანი გემრიელობა და გაიხსენეთ ტკბილი ბავშვობა. გემრიელად მიირთვით!