შემოგთავაზებთ შოკოლადის არომატით გაჯერებული უგემრიელესი, სველი ღვეზელის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად გჭირდებათ მინიმალური პროდუქტები და მინიმალური დრო. რეცეპტი განსაკუთრებით გამოგადგებათ გამოუვალ მდგომარეობაში, როცა მოულოდნელად გაიგეთ, რომ მალე მეგობრები გეწვევიან და აღმოჩნდა, რომ შინ, არაფერი გაქვთ.
ღვეზელის მოსამზადებლად გჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
- კაკოს ფხვნილი 3 ს. კ.
- მარილი გემოვნებით
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ზეთი მეოთხედი ჩ. ჭ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- სოდა 1 ჩ. კ.
- ძმარი 1 ს. კ.
- ვანილის ექსტრაქტი ნახევარი ჩ. კ.
- ხსნადი ყავა ნახევარი ჩ. კ.
მომზადების წესი:
- მოამზადეთ საცხობი ფორმა. დააფინეთ მასზე პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი.
- აურიეთ ფქვილი, კაკაო, სოდა და მარილი.
- ცალკე თასში აურიეთ წყალი, ზეთი, ძმარი, შაქარი და ყავა. ათქვიფეთ შაქრის გადნობამდე.
- შემდეგ მასები გააერთიანეთ და მომზადებული ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 35-40 წუთი.
შოკოლადის ღვეზელი გააგრილეთ და დაფარეთ მინანქრით ან გამდნარი შოკოლადით.
შოკოლადის ღვეზელი შეგიძლიათ მოამზადოთ მარხვის დროს და გემრიელად მიირთვით!