კანი თვალების გარშემო თავისუფალი რომ იყოს შეშუპებისა და შავი ტომრებისგან, გამოიყენეთ მარტივი საშინაო ნიღაბი

ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ მომზადებულია კანისთვის სასარგებლო ბუნებრივი ინგრედიენტებით. ნიღაბი ჰმატებს კანს სიმკვრივეს, კვებავს, ჭიმავს და აახალგაზრდავებს კანს. მაქსიმალური შედეგის მისაღებად, პირველი კვირა ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ დღე, ხოლო შემდეგ_კვირაში ერთხელ.

ნიღაბის შემადგენლობაში შედის უძლიერესი ინგრედიენტები, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმით წარმოუდგენელ კომბინაციას ქმნის.

ვიტამინი E შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას. ის კანის საუკეთესო დამატენიანებელი და მკვებავი საშუალებაა.

ალოეს გელი აახალგაზრდავებს და ატენიანებს კანს, ამცირებს თვალების ირგვლივ მუქ წრეებს და კანზე არსებულ ასაკობრივ ლაქებს, კურნავს აკნეს და აკნეს ნაწიბურებს.

ნუშის ზეთი აღადგენს კანის სიცოცხლისუნარიანობას და არბილებს კანს.

კიტრი შეიცავს უამრავ საკვებ ნივთიერებას, როგორიცაა მაგნიუმი და კალციუმი. ის ძალიან სასარგებლოა კანისთვის. კიტრი მოგაშორებთ თვალების ქვეშ ჩანთებს, აღიავებს თვალების ირგვლივ მუქ წრეებსა და პიგმენტურ ლაქებს.

ქინძი რკინის, ანტიოქსიდანტებისა და C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. ის სადეზინფექციო საშუალებაა, ხსნის შეშუპებას, აღიავებს თვალების ირგვლივ მუქ წრეებს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საშუალო სტაფილო ¼
  • პატარა კიტრი ¼
  • ნედლი ქინძის ფოთლები 25 გრ
  • E ვიტამინი 1 კაფსულა
  • ალოეს გელი 2 ჩ. კ.
  • ნუშის ზეთი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოამზადეთ სტაფილოს, ქინძისა და კიტრის წვენები. შემდეგ შეურიეთ ალოეს გელი, ნუშის ზეთი და E ვიტამინი (შიგთავსი).

მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე, თვალების ირგვლივ  და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. დილით სახე ჩვეულებრივად დაიბანეთ.