მარტივი ნიღაბი საკუთარი ხელით, რომელიც ავიწროებს ფორებს, ამცირებს ნაოჭებს, აქრობს გამონაყარსა და ლაქებს

დროთა განმავლობაში სხეული კარგავს მოქნილობას, ფერხდება კოლაგენისა და ელასტინის წარმოება, კანზე ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, ეშვება სახის ოვალი. მოცემული პრობლემების შეფერხება შესაძლებელია ყველასთვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი პროდუქტების ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი საშუალებებით.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გქონდეთ მკვრივი, დატენიანებული კანი, თანაბარი ტონით, პიგმენტური ლაქების, ნაოჭებისა და ღია ფორების  გარეშე. ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე, ხელებზე.

უძლიერესი ინგრედიენტების საოცარი კომბინაციის  საშუალებით შეძლებთ:

1. კანის დატენიანებას

სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი თვისებებით დატვირთული ინგრედიენტები ხელს უწყონს კანის ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრას.

2. ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას

ნიღაბი წმენდს კანს ნებისმიერი დაბინძურებისგან.

3. აშორებს პიგმენტურ ლაქებს

ნიღაბის რეგულარულად გამოყენებით შეძლებთ პიგმენტური ლაქებისა და აკნეს ნაწიბურების მოშორებას.

4. ამცირებს ფორებს

ნიღაბის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ამცირებს ფორებს, ათანაბრებს კანის ტონს და ანიჭებს მას სიგლუვეს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თბილი რძე 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ბრინჯის ფაფა  1 ს. კ.
  • ალოეს გელი 1 ჩ. კ.
  • 1 ცალი კვერცხის გული

მომზადებისა და გამოყენების წესები: 

ბრინჯს დაასხით ცოტა წყალი, კარგად მოხარშეთ და ჩაჭყლიტეთ. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და  აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათი.

პროცედურის ბოლოს ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი ან ქოქოსის ზეთი, შეგიძლიათ ნუშის ზეთიც გამოიყენოთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ.