
,,სლავიანკა“ საოცრად გემრიელი ტორტია. ტორტს განსაკუთრებულს ხდის წარმოუდგენლად გემრიელი კრემი, რომლის მოსამზადებლად იყენებთ ვანილის ჰალვას.
ტორტი უმარტივესი მოსამზადებელია. ფუმფულა ბისკვიტს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ამზადებთ, ხოლო წარმოუდგენლად გემრიელ კრემს_ რამდენიმე წუთში.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 150 გრ
- კვერცხი 6 ცალი
- შაქარი 150 გრ
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჰალვა 80 გრ
- შესქელებული რძე 170 გრ
- კარაქი 280 გრ
- შაქრის ფხვნილი 110 გრ
- 1 კვერცხის გული
- ვანილის შაქარი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი 5-6 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. შემდეგ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და ცომი მზად არის.
- დაგჭირდებათ მართკუთხედი ფორმის საცხობი ფორმა. ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.
- ბისკვიტი გააგრილეთ და გაჭერით სამ თანაბარ ნაწილად. ნაპირები გაათანაბრეთ და ჩამონაჭრები დაფშხვენით.
- ამზადებთ კრემს: კარაქი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ჰალვა, კვერცხის გული, შესქელებული რძე, შაქრის ფხვნილი, ვანილის შაქარი და თქვეფთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
- მზა კრემი წაუსვით ფენებს. კრემი წაუსვით გვერდებზეც და ზემოდან დაფარეთ ნაფხვენებით. ტორტი ცოტა ხნით შედეთ მაცივარში.
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!