ნატურალური სასმელი შეამცირებს სისხლძარღვებზე დალექილ ქოლესტერინის ფენებს და გააუმჯობესებს სისხლის გამავლობას

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული გამწმენდი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ სისხლძარღვების ცხიმოვანი დეპოზიტებისგან  გაწმენდას, მათი ფუნქციონირების აღდგენას, რაც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.

რეცეპტი N1

სისხლძარღვების გაწმენდა ლიმონითა და ნივრით

მოცემული ინგრედიენტების კომბინაცია ძალიან სასარგებლოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, კალიუმს, კალციუმს, სპილენძს, მანგანუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა საკვებ ნივთიერებებს. გარდა ამისა, ციტრუსები შლის სისხლძარღვებში ცხიმოვან დეპოზიტებს, ნიორი კი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

გამწმენდი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიორი 2 კბილი
  • ლიმონი 2 ცალი
  • წყალი 1,5 ლ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ნიორი გაჭერით შუაზე.
  2. ლიმონი დაჭერით.
  3. წყალი აადუღეთ.
  4. მზა ინგრედიენტებს დაასხით წყალი და მოურიეთ.
  5. მომზადებული მასა გააგრილეთ და შედეთ მაცივარში. გააჩერეთ სამი დღე.
  6. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნაყენი გადაწურეთ და გადაიტანეთ მინის ბოთლში.

ორგანიზმში ანტიოქსიდანტური ეფექტის მისაღწევად და სისხლძარღვების გასაწმენდად, ყოველი ჭამის წინ მიიღეთ სასმელის 1-2 ს. კ.

სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 40 დღე. გამწმენდი პროცედურები ჩაიტარეთ წელიწადში ერთხელ.

რეცეპტი N2  

სისხლძარღვების გასაწმენდი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიახური 2 ღერო
  • პამიდვრის წვენი 200 მლ
  • დაფქული ჯანჯაფილი ნახევარი ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 50 მლ
  • შავი პილპილი მეოთხედი ჩ. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მომზადებული სასმელის თითო-თითო ჭიქა მიიღეთ კვებათა შორის. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 ჭიქას.

სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა ერთი კვირა. გისურვებთ ჯანმრთელობას!