ძირა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია. უნიკალური სამკურნალო თვისებებით გაჯერებულ ამ მცენარეს ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყენებდნენ.
პიკანტური არომატისა და მწარე გემოს მქონე სანელებელი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად.
სამზარეულოს გარდა, ძირას იყენებენ ტრადიციულ მედიცინაში, რადგან მას ბევრი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.
ძირა უამრავი ვიტამინის, მიკრო და მაკრო ელემენტების ბუნებრივი წყაროა.
შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომელსაც უამრავი სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის.
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- წმენდს ორგანიზმს, აგარიდებთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების განვითარებას, ასევე ასუფთავებს ორგანიზმს დაგროვილი ნარჩენებისა და ტოქსინებისგან.
- ამცირებს მუცელს. ძალიან ხშირად არასწორი კვება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს, მუცლის შებერვას და ნაწლავების სხვა პრობლემებს. სასმელი გაგათავისუფლებთ ამ პრობლემებისგან.
- რკინის მაღალი შემცველობის წყალობით სასმელს შეუძლია სისხლში ჰემოგლობინის დონის ამაღლება.
- ამშვიდებს კუჭისა და თავის ტკივილს.
- ეს სანელებელი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლს, ამცირებს გულის დაავადებების რისკს.
- აქვს შარდმდენი ეფექტი.
- აქვს ნაღვლმდენი ფუნქცია.
- იცავს უჯრედებს თავისუფალ რადიკალებისგან.
- ძირას თესლი აუმჯობესებს ორგანიზმში ლიპიდურ ცვლას, ხელს უწყობს ცხიმების წვას და წონის სწრაფად კლებას.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ძირას თესლი 1 ჩ. კ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და მიღების წესები:
ძირას დაასხით წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით აადუღეთ და გადაწურეთ. მომზადებული მასა სვით მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით.
მიიღეთ ეს საშუალება ყოველდღიურად 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი აიღეთ მინიმუმ 10 დღიანი დასვენება.