სამკურნალო ჩაი ქალბატონებისათვის, რომელიც სტიმულირებს ცხიმების შლას

სალბი სამკურნალო მცენარეა. მისი სახელწოდება ლათინურად ნიშნავს ,,განკურნებას“. სალბი საუკეთესო ვარიანტია იმ ქალბატონებისთვის, ვისაც გახდომა სურს და ოცნებობს, რომ ბრტყელი მუცელი ჰქონდეს.

სამკურნალო მცენარე ძალიან სასარგებლოა მენსტრუალური ციკლის რეგულირებისთვის, ასევე მენოპაუზის დროს წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამ მცენარის წყალობით საგრძნობლად შეიმცირებთ თეძოსა და წელის გარშემოწერილობას.

სალბი ებრძვის ანთებას, არეგულირებს საჭმლის მონელებას და გაგათავისუფლებთ შებერილი მუცლისგან. მიიღეთ სალბის ჩაი და გაიუმჯობესეთ განწყობა, ტვინის ფუნქციონირება. სამკურნალო ჩაი მოგიხსნით სტრესსა და დაძაბულობას. განსაკუთრებით სასარგებლოა სალბის ეთერზეთის შესუნთქვა.

სტატიაშ შემოგთავაზებთ სალბის ბაზაზე მომზადებული რამდენიმე საშუალების რეცეპტს, რომელთა წყალობით შეძლებთ სხვადსახვა დაავადებათა განკურნებას.

1. ჰერპესი

სალბის ეთერზეთის 5 წვეთი დაამატეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ზეთის 10 წვეთს. აურიეთ და ნაზავი დაიტანეთ ჰერპესით დაზიანებულ ადგილზე. შემოთავაზებული საშუალება მოქმედებს როგორც აციკლოვირი (ანტივირუსული საშუალება).

2. ქოლესტერინი

ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად დღეში 3-ჯერ მიიღეთ მწვანე ჩაისა და მწიკვი სალბის ნაყენი. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2 თვე. შედეგად დაგირეგულირდებათ ქოლესტერინის დონე.

3. მენოპაუზის სიმპტომები

გამოკვლევების შედედგად დადასტურებულია, სალბის ჩაის რეგულარულად მიღება მოგიხსნით მენოპაუზის სიმპტომებს. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 8 კვირა. განსაკუთრებით ეფექტურია ცხელი ციმციმისა (მწვავე სითბოს უეცარი განცდა) და ღამის ოფლიანობის შესამცირებლად.

4. ცხიმების დაშლა და ბრტყელი მუცელი

სალბი ანთების სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მოცულობის შემცირებას, აგრეთვე ხელს უწყობს ვისცერული ცხიმების დაშლას, რაც ორმაგ გავლენას ახდენს მუცლის შემცირებაზე.

იმისათვის რომ გქონდეთ ბრტყელი მუცელი, მოამზადეთ სალბის ჩაი, დაამატეთ ლიმონი და თაფლი გემოვნების მიხედვით. ჩაის მიღების პერიოდში რეკომენდებულია, ნაკლებად მიიღოთ ცხოველური ცხიმები.

მიღების წესი:

  1. ჩაი მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 5 დღე.
  2. მაქსიმალური ეფექტისთვის პროცედურები გაიმეორეთ თვეში ერთხელ. ჩაის მიღების დროს, საკვებ რაციონს დაამატეთ ყველა პოროდუქტი, რომლებიც აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას, აგრეთვე მიიღეთ უმი ბოსტნეული და ხილი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩაი უნდა მოამზადოთ მიღების წინ, რათა მთლიანად შეითვისოს ორგანიზმმა მისი სასარგებლო თვისებები. გისურვებთ ჯანმრთელობას!