ყველა ქალის ოცნებაა ჰქონდეს ლამაზი, გრძელი, აბრეშუმისებრი თმა. მიუხედავად იმისა, რომ თმის მოვლის უამრავი კომერციული საშუალება არსებობს, ქალბატონების გარკვეული ნაწილი უპირატესობას ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებულ თმის მოვლის უსაფრთხო საშუალებებს ანიჭებს, რომლებიც არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, ამავე დროს, ეფექტურია და ბიუჯეტური.
შემოგთავაზებთ ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული სამი უძლიერესი ინგრედიენტის კომბინაციას. ხელნაკეთი ნიღაბი კვებავს თავის კანს, აძლიერბს თმას, ხელს უწყობს ზრდას, შეგიჩერებთ თმის ცვენას, ჰმატებს მოცულობას და ანიჭებს მბზინვარებას.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 3 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 4 ს. კ.
- დარიჩინი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ნიღაბი ფუნჯის დახმარებით შეიზილეთ თმის ძირებზე და გაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. შემდეგ დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაითბუნეთ პირსახოცით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
- ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ და სასურველი შედეგი დიდი ხნით არ დააყოვნებს.
იმისათვის, რომ გქონდეთ ლამაზი, გრძელი და ჯანსაღი თმა, სწორად უნდა იზრუნოთ მასზე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ კვებას.