მარტივი საშინაო საშუალებები, რომელთა დახმარებით წნევა მოვიწესრიგე და ჰიპერტონიას თავი დავაღწიე

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული სამკურნალო ჩაის რამდენიმე რეცეპტს, რომელთა საშუალებით შეძლებთ არტერიული წნევის დარეგულირებას,  ორგანიზმის ანტიოქსიდანტებით გაჯერებას, ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას.

კურკუმას ჩაი

  • კურკუმას შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა. ის ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ჩინურ და  ინდურ მედიცინაში.
  • კურკუმა ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი საშუალებაა. თუ ჩაის დაამატებთ ცოტა კურკუმას, შეძლებთ არტერიული წნევის დარეგულირებას.
  • დალიეთ კურკუმას ჩაი, როდესაც შეგაწუხებთ სახსრებისა და კუნთების ტკივილი.
  • კურკუმა გახეხეთ და დაამატეთ ჩაის ან მოამზადეთ შემდეგი წესის მიხედვით.

უძლიერესი სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ახალი კურკუმა (გახეხილი) ნახევარი ჩ. კ. ან კურკუმას ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • შავი პილპილი მწიკვი
  • თაფლი გემოვნების მიხედვით
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და მიღების წესები:

აადუღეთ წყალი, დაამატეთ კურკუმა და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 2 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გადაწურეთ, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დალიეთ.

ჰიბისკუსის ჩაი

მაღალი წნევის გასაკონტროლებლად ბევრი ტრადიციული მკურნალი გვირჩევს ჰიბისკუსის ჩაის დალევას. მეცნიერული  კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ეს ჩაი განსაკუთრებით ეფექტურია სისტოლური არტერიული წნევის შესამცირებლად, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არტერიული წნევის მაჩვენებლებში.

გინგკო ბილობას ჩაი

გინგკო ბილობა უძლიერესი სამკურნალო მცენარეა, რომელიც შეიცავს ბიფლავონოიდებს, მჟავებს, ამინომჟავებს, ფლავონოიდებს. ის დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების სისტემასა და სისხლის მიმოქცევაზე, საუკეთესო დამხმარეა ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში.

გინგკო ბილობას ჩაი სისხლის მაღალი წნევის შესამცირებლად უძლიერესი ბუნებრივი საშუალებაა. ის აფართოებს სისხლძარღვებს. შედეგად, სისხლი სისხლძარღვებში უფრო ეფექტურად მიედინება, რაც ხელს უწყობს ნორმალურ წნევას. გარდა ამისა, ეს მცენარეული ჩაი ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას.

რეჰანის ჩაი

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს რეჰანის ჩაი, განსაკუთრებით თუ ჰიპერტენზია გაქვთ. გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას შეუძლია მაღალი წნევის დაწევა.

ლავანდის ჩაი

დაძაბულობა, სტრესები, გადაღლა ხშირად ხდება არტერიული წნევის მომატების მიზეზი. დალიეთ ლავანდის ჩაი. ის გადუნებთ, გამშვიდებთ და საშუალებას აძლევს თქვენს არტერიულ წნევას ნორმალურ დიაპაზონში დარჩეს.

დარიჩინის ჩაი

ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღალი არტერიული წნევის მიზეზი დიაბეტია. თუ თქვენ დიაბეტით ხართ დაავადებული  და არტერიული წნევა მომატებული გაქვთ, რეგულარულად მიიღეთ დარიჩინის ჩაი. ამ გზით შეძლებთ არტერიული წნევის შემცირებას და სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.

რეგულარულად მიიღეთ თქვენთვის სასურველი, ხელმისაწვდომი ჩაი და დაირეგულირეთ არტერიული წნევა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!