საშინაო ბალზამი თქვენი თმისათვის, რომელიც მას დამატებით სისქეს, მოცულობასა და ბზინვარებას მიანიჭებს

0
240

შემოგთავაზებთ ყველასთვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული თმის ხელნაკეთი ბალზამის რეცეპტს, რომელიც ამაგრებს თმას, აღადგენს დაზიანებულ თმას, აჩერებს ცვენას და მატებს თმას მოცულობას.

ხელნაკეთი ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი ნახევარი ჩ. ჭ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • კაკაო 1 ჩ. კ.

მომზადებისა და მოხმარების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. მომზადებული მასა კარგად შეიზილეთ თმის ძირებზე და გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე.
  3. შემოიხვიეთ ჯერ ცელოფანი და შემდეგ_პირსახოცი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-25 წუთი.
  4. თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ და გადაივლეთ ჭინჭრის ან გვირილას ნაყენი.

ხელნაკეთი ბალზამი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2-3 თვე.

ღია ფერის თმაზე არ გამოიყენოთ, რადგან შეიძლება თმა  გაგიმუქოთ.