წონის კლების პროცესის დასაჩქარებლად, აუცილებლად მიიღეთ გასახდომი სმუზები, სასმელები, ჩაი. ამ გზით ხელს შეუწყობთ ცხიმების წვას და უფრო სწრაფად შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას.
შემოგთავაზებთ მოსამზადებლად უმარტივესი სასმელის რეცეპტს. დახვეწილი გემოს მქონე სასმელი წმენდს ნაწლავებს, არეგულირებს მის ფუნქციონირებას, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, წმენდს ორგანიზმს და ხელს უწყობს ცხიმების წვას.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ანანასი 1 ცალი
- ვაშლი რამდენიმე
- კიტრი 1 ცალი
- ალოე ვერას დიდი ფოთოლი
- ფორთოხლის წვენი თქვენი გემოვნების მიხედვით
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პირველ რიგში, გათალეთ ანანასი და დაჭერით პატარა კუბიკებად. კიტრი კარგად გარეცხეთ (არ გათალოთ) და დაჭერით.
- ვაშლიც კარგად გარეცხეთ, არ გათალოთ და დაჭერით კუბიკებად. გამოწურეთ ალოეს ფოთლიდან წვენი.
- მზა ინგრედიენტები დააბლენდერეთ. თუ მასა სქელი გამოგივიდათ დაამატეთ ცოტა წყალი, დაახლოებით, ნახევარი ჭიქა.
- მომზადებულ მასას დაამატეთ ფორთოხლის წვენი.
- გამწმენდი სასმელის 1 ჩ. ჭ. მიიღეთ უზმოზე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7 დღე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!