პირის ღრუს ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი ხელნაკეთი საშუალებების დახმარებით ცდილობს კბილების გათეთრებას, კბილებზე ქვებისა და ნადების მოშორებას, პირის ღრუს უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას.
ნატურალური ინგრედიენტების საშუალებით შეძლებთ კბილის ხელნაკეთი პასტის მომზადებას, რომელიც კომერციულ საშუალებებზე ბევრად უფრო უსაფრთხო, ეფექტური და ბიუჯეტურია.
ხელნაკეთი პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მარილი 1 ს. კ.
- საკვები სოდა 4 ს. კ.
- წყალბადის ზეჟანგი 3%-იანი 3 ს. კ.
- არომატული ბალახები, როგორიცაა სალბი, პიტნა, ლავანდა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მარილი, სოდა და წყალბადის ზეჟანგი აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი პასტისებური მასა.
- შემდეგ აიღეთ არომატული ბალახების რამდენიმე ფოთოლი და წვრილად დაჭერით ან დაამატეთ მოცემული მცენარეების ეთერზეთები (ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი).
ხელნაკეთი კბილის პასტა ღრმა წმენდისთვის
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წმინდა ზღვის მარილი 1 ჩ. კ.
- საკვები სოდა ¾ ჩ. ჭ. (დაახლოებით, 180 გრ)
- პიტნის ეთერზეთი 2 ჩ. კ. (ან გემოვნებით)
- ცოტა წყალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და დაამატეთ ცოტა წყალი, უნდა მიიღოთ პასტისებური მასა. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის თავდახურულ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
მოცემული რეცეპტების მიხედვით, მომზადებული კბილის მოვლის ხელნაკეთი საშუალებების ყოველ დღე გამოყენება არ შეიძლება. გამოიყენეთ კვრაში ერთხელ კბილების ღრმა წმენდის მიზნით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!