ყავის ნალექი უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებ. 7 გავრცელებული პრობლემა, რომელთაც მხოლოდ მისი დახმარებით ვებრძვი

ყავა_გემრიელი და არომატული სასმელი_კანისა და თმის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

შემოგთავაზებთ ყავის ბაზაზე მომზადებული   რამდენიმე უმარტივესი, ბიუჯეტური და ეფექტური საშუალების რეცეპტს. დალიეთ ყავა და ნალექი გამოიყენეთ კანისა და თმის სილამაზის გასაუმჯობესებლად.

1. სახის სკრაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაფქული ყავა ნალექი 3 ს. კ.
  • ყავისფერი შაქარი 1 ს. კ.
  • ქოქოსის ან ზეითუნის, ან ნუშის ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. კანის გასამკვრივებელი ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაფქული ყავა (ახალი ან ნალექი) 2 ს. კ.
  • კაკაოს ფხვნილი 2 ს. კ.
  • იოგურტი 2 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, არ გამოიყენოთ.

3. ბრძოლა ცელულიტის წინააღმდეგ

ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალების  მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 წილი დაფქული ყავა
  • 1 წილი წყალი
  • 3-4 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ ღრუბელზე და აქტიური მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი ცელულიტით დაზიანებულ კანზე.

მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანს ანიჭებს სიგლუვესა და ელასტიურობას.

4. ყავის სკრაბი ტანისთვის

  • დაფქული ყავის ნალექი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ყავისფერი შაქარი მეოთხედი ჩ. ჭ.
  • ცოტა ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი
  • დარიჩინი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წრიული მოძრაობები შეიზილეთ კანზე. ყავის შემადგენლობაში შემავალი კოფეინი მოგაშორებთ ჭარბ ცხიმებსა და მკვდარ უჯრედებს.

5. ყავა შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის შესაღებად

თმის შესაღები საშუალების მოსამზადებლად მუქი ყავის ნალექს  დაამატეთ ცოტა წყალი და წაისვით თმაზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. თმას გაიმუქებთ და მიანიჭებთ აბრეშუმისებრ მბზინვარებას. ეს შესანიშნავი ხრიკია შავგვრემნებისთვის.

6. სკრაბი თავის კანისთვის

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ყავა მეოთხედი ფინჯანი (შეგიძლიათ ნალექიც გამოიყენოთ)
  • თმის კონდინციონერი (თქვენთვის ხელმისაწვდომი)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

დაფქულ ყავას დაამატეთ იმ რაოდენობის კონდინციონერი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. სკრაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

კოფეინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და შეგიჩერებთ თმის ცვენას.

7. ყავა – ხელის დეოდორანტი

თუ ხელზე ნივრის ან თევზის, ან სხვა პროდუქტის გამოყენების შემდეგ უსიამოვნო სუნი დაგრჩათ, ყავის დახმარებით შეძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას. უბრალოდ კარგად შეიზილეთ ხელებზე ყავის ნალექი და შემდეგ დაიბანეთ.