ვიტამინებითა და მინერალებით დატვირთული ქოქოსის ზეთი და ალოე ვერა უძლიერესი ბუნებრივი პროდუქტებია, რომლებიც აქტიურად გამოიყენება როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა აღმოსაფხვრელად, ისე კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით.
ორი ინგრედიენტის კავშირით მიიღებთ კანის პრობლემათა საწინააღმდეგო უძლიერეს კომბინაციას, რომელიც ადვილად აღწევს კანის ყველა ფენაში, ეფექტურად ატენიანებს და კვებავს კანს.
შემოგთავაზებთ იმ სარგებელთა მცირე ჩამონათვალს, რომელთაც მიიღებთ ამ საოცარი კომბინაციის შედეგად. ყურადღებით გაეცანით მოცემულ ინფორმაციას და გადაწყვიტეთ ღირს თუ არა მისი მომზადება.
- ქოქოსის ზეთისა და ალოე ვერას კომბინაციის საშუალებით მოიშორებთ სტრიებს. კრემის რეგულარულად გამოყენება აგარიდებთ სტრიების გაჩენას. რეკომენდებულია მისი შხაპის შემდეგ გამოყენება. სველ კანზე წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კრემი. კანი დაგირბილდებათ, გაგიხდებათ ელასტიური. კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახეზე, ისე კანზე.
- თუ ქოქოსის ზეთისა და ალოე ვერას კომბინაციას თხელ ფენად წაისვამთ იღლიებზე, აირიდებთ ოფლის უსიამოვნო სუნს.
- კრემს შეუძლია დაზიანებული კანის შეხორცება.
- იცავს კანს მიკრობებისგან, ინფექციებისგან და სოკოსგან.
- მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ მზის დამწვრობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
- უძლიერესი კომბინაცია კანს ანიჭებს სიმკვრივეს, მოგაშორებთ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს და ათანაბრებს კანის ტონს.
ხელნაკეთი კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.
- ალოეს რბილობი 1 ს. კ.
- შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საყვარელი ეთერზეთის 2-3 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ქოქოსის ზეთს დაამატეთ ალოეს რბილობი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მოსარევად გამოიყენეთ ხის ან პლასტმასის კოვზი. მორევის პროცესში დაამატეთ ეთერზეთი. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე.
- კრემის მცირე მასა ხელით შეათბეთ, დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ და დატენიანებულ კანზე და თანაბრად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 25-30 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნარჩენები ხელსახოცით შეიშრეთ.
- საუკეთესო შედეგის მისაღებად კრემი გამოიყენეთ შხაპის მიღების შემდეგ. შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ.
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანისთვისაც.
თავდაპირველად, მოამზადეთ მოცემული პროპორციებით და თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი კანი კარგად რეაგირებს ალოე ვერასა და ქოქოსის ზეთის კომბინაციაზე, ინგრედიენტების პროპორციები გააორმაგეთ.