12 ჩვევა, რომელიც პირში უსიამოვნო სუნს სამუდამოდ გაგიქრობთ

ორალური ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მასზე ზრუნვისთვის კბილების გამოხეხვა საკმარისი არ გახლავთ. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ მეცნიერულად დამტკიცებულ იმ შემთხვევებს, რომლის გაცნობაც პირში ცუდი სურნელის გაჩენისგან დაგიცავთ:

12. დალიეთ ბევრი წყალი

ეს ჩვევა სანერწყვე ჯირკვლების სტიმულაციაში დაგეხმარებათ და დაგიცავთ დეჰიდრატაციისგან, რაც ცუდი სუნის გამომწვევი მიზეზი გახლავთ.

11. არ დალიოთ ბევრი ყავა

კოფეინი ნერწყვის გამოყოფას ანელებს და პირის გამოშრობას იწვევს, რასაც ცუდი სუნის გაჩენამდე მივყავართ.

10. გაწმინდეთ თქვენი პროტეზი

პროტეზზე ზრუნვა კბილებზე ზრუნვის მსგავსად მნიშვნელოვანია. დაიცავით მათი მოვლის დროს იგივე დონის ჰიგიენის ნორმები და გაწმინდეთ ისინი ყოველ საღამოს.

9. გაიწმინდეთ კბილები პირის ძაფით ყოველი ჭამის შემდეგ

კბილებში ჩარჩენილი საჭმლის ნარჩენები მალე ყროლდება. მათგან გაჩენილი ბაქტერიები ღრძილების შიგნითაც კი აღწევენ და ცუდ სუნთან ერთად ინფექციების გამოწვევაც შეუძლიათ.

8. შეცვალეთ თქვენი კბილის ჯაგრისი ყოველ 3 თვეში

დაძველებული ჯაგრისი უსაფრთხო აღარ არის და ჩვენს პირს უფრო მეტ ბაქტერიებს უმატებს, რის გამოც მისი დროულად გამოცვლა აუცილებელია.

7. არ დააიგნოროთ თქვენი ენა

კბილების გამოხეხვის დროს ენის გაწმენდაც მნიშვნელოვანია. ეს პირში არსებულ სუნს 70 პროცენტით ამცირებს.

6. გამოივლეთ პირში უალკოჰოლო პირის საწმენდი სითხეები

ასეთი პროდუქტების უმრავლესობა 27 პროცენტამდე ალკოჰოლს შეიცავს. ეს პირს აშრობს და უსიამოვნო სუნის გაჩენას უწყობს ხელს.

5. მოერიდეთ შაქრიან კამფეტებს

ხშირად ვიღებთ პიტნიან კამფეტებს ან საღეჭ რეზინებს ვახშმის შემდეგ, თუმცა ასეთ პროდუქტებს შაქარი აქვს დამატებული. სწორედ ეს ეხმარება პირში არსებულ ბაქტერიას გაზრდაში და ამით ხელს უწყობს ცუდი სუნის გაჩენას.

4. დააკვირდით მიღებულ მედიკამენტებს

ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებლები და მსგავსი მედიკამენტები ნერწყვის მოძრაობას აფერხებენ, რაც პირის გამოშრობას და სუნის გაჩენას იწვევს.

3. უფრთხილდით გლანდების ქვებს

გლანდებში ბაქტერიების და სხვა ნარჩენების დაგროვებამ ქვების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს. მათგან თავის დასაცავად უნდა დაიცვათ ჰიგიენის სწორი რუტინა და ესტუმროთ სტომატოლოგს რეგულარულად.

2. აკონტროლეთ თქვენი წონა

ცუდი სუნის გაჩენას ჭარბწონიანობაც იწვევს. რაც უფრო მეტ წონას მოიმატებთ, მით უფრო უსიამოვნო გახდება თქვენ პირში არსებული სურნელი.

1. თქვით უარი ნახშირწყლების ნაკლებობაზე

ნახშირწყლების ნაკლებობით გამორჩეული დიეტების დაცვის დროს ორგანიზმი იძულებულია დაწვას შენახული ცხიმები და პროტეინები. ასეთი მკაცრი დიეტის დროს სხეული გამოყოფს კეტონს. ეს ქიმიკატი პირში ცუდი სუნის გაჩენას იწვევს.