ყველას გამოგვიცდია სხვადასხვა სახის ინფექციები, რომლებიც საკმაოდ გვაწუხებს მაგრამ ისეთი სერიოზული არაა, რომ ექიმთან წასვლა გვაიძულოს. საბედნიეროდ, მათი სამკურნალო საშუალებების უმრავლესობა სახლის პირობებში ასე მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ:
ყელის ინფექციები
ტენიანი ჰაერის შესუნთქვა ყელის ტკივილს შეგიმსუბუქებთ. მიიღეთ ორთქლიანი შხაპი, შეისუნთქეთ ცხელი წყლით სავსე ჯამიდან ამოსული ჰაერი სახეზე აფარებული პირსახოცით.
მოწევა პრობლემას აუარესებს. შეწყვიტეთ მოწევა და ასევე მოერიდეთ მწებელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას.
სამკურნალო ელექსირის დასამზადებლად დაასხით ჯანჯაფილის ფესვებს ცხელი წყალი. მისი გაგრილების შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. დალიეთ ასეთი ნაზავი თბილ მდგომარეობაში დღეში რამდენჯერმე.
სიმპტომების მოსაშორებლად აურიეთ პამიდორის წვენი და ცხელი წყალი 1:1 პროპორციით. დაუმატეთ ნაზავს ცხარე წიწაკის სოუსის რამდენიმე წვეთი და გამოივლეთ მიღებული სითხე ყელში.
სინუსის ინფექციები
დაიდეთ სახეზე თბილი საფენი 5-10 წუთით. ეს სინუსის მიმოქცევას აღადგენს და გაჭედვის პრობლემას შეამცირებს.
გამოირეცხეთ ნესტოები მარილიანი წყალით ბაქტერიების მოსაკლავად. ამისთვის საჭიროა მდუღარე წყლით სავსე ჭიქაში გახსნათ ნახევარი ს/კ მარილი.
მიირთვით ცხარე საკვები ცხვირის ნესტოების გასაფართოვებლად.
თუკი წარბებს შორის არსებულ წერტილს 1 წუთის განმავლობაში დააწვებით და შემდეგ იგივეს გაიმეორებთ ნესტოების ორივე მხარეს არსებულ წერტილებზე, თქვენ ტკივილს და გაჭედვის პრობლემას მნიშვნელოვნად შეიმსუბუქებთ.
კანის ინფექციები
ცივი საფენები ქავილს შეამცირებს, რის გამოც ისინი უნდა დაიდოთ კანზე დღეში რამდენჯერმე. მეტი ეფექტურობისთვის შეგიძლიათ დაიდოთ წყლის და ვაშლის ძმრის ნაზავით დასველებული საფენები, რადგან ძმარს კარგი ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია.
ჭამეთ უფრო მეტი ისეთი საჭმელი, რომელიც გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ანტიანთებითი ეფექტებით. მენიუში ასეთ დროს შეგიძლიათ დაუმატოთ ხახვი, ჯანჯაფილი, თაფლი და სხვადასხვა ცხარე სუნელები. ასევე ჭამეთ იოგურტი ყოველდღე, რადგან მისი პრობიოტიკები შეებრძოლება ცუდ ბაქტერიებს. ეს პროდუქტები პირდაპირ კანზეც შეგიძლიათ წაისვათ.
ქოქოსის რძეს ანტისოკოვანი თვისებები გააჩნია და კანს საკმაოდ ამშვიდებს. წაისვით პრობლემურ არეზე დღეში რამდენჯერმე.
ჩაის ხის ზეთი ანტისეპტიკური ელემენტებითაა მდიდარი, რისი დახმარებითაც იგი ინფექციის გავრცელებისგან დაგიცავთ. აურიეთ ის ზეითუნის აზეთში ან ალოეს გელში და წაისვით ფრთხილად თქვენს კანზე.
თვალის ინფექციები
ავარჯიშეთ თვალები. დაატრიალეთ ისინი საათის მიმართულებით და შემდეგ პირიქით. აწიეთ მაღლა და დაბლა, მარჯვნივ და მარცხნივ და შეასრულეთ ასეთი ვარჯიშები 10-15 წუთის განმავლობაში. გაზრდილი სისხლის მიმოქცევა ინფექციასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
ჩაის საფენები თვალების გაღიზიანებას და ანთებას შეამცირებს. ჩაის მოდუღების შემდეგ, მისი შეგრილებული პარკი დაიდეთ თვალებზე 10-15 წუთით.
დაიბანეთ თვალები ბავშვების შამპონით. იგი ჩამორეცხავს ჭუჭყს და ინფექციის ნაწილაკებს სუფთა წყალზე უფრო უკეთესად, თვალების გაღიზიანების გარეშე.
აურიეთ ადუღებულ წყალში მარილი და ჩამოიბანეთ ამ ნაზავით თვალები დღეში რამდენჯერმე, დისკომფორტის შესამცირებლად და ბაქტერიების მოსაშორებლად.
საჭმლის ინფექციები
თქვენი ორგანიზმი ბევრ წყალს კარგავს ღებინების და დიარეის დროს, ამიტომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია ბევრი წყლის და სხვა სითხეების დალევა. თქვენ ასე ჰიდრატირებული დარჩებით და ასევე ორგანიზმიდან ინფექციას გამორეცხავთ. დაკარგული მინერალების აღსადგენად შეგიძლიათ სცადოთ სპორტული სასმელების დალევაც.
აქტივირებული ნახშირი იდეალურად შეიწოვს მსგავსი ინფექციის ტოქსინებს და ბაქტერიებს, რაც ორგანიზმს მათ მოშორებაში დაეხმარება.
თუ დიარეის პრობლემა გაწუხებთ, მაშინ უნდა ჭამოთ ბანანი, რადგან იგი მდიდარია კალიუმით, რაც ამ პრობლემას საკმაოდ შეამსუბუქებს.
ღებინების შეგრძნების გასაქრობად დალიეთ მცენარეული ჩაი. პიტნის და გვირილის ჩაი საუკეთესო არჩევანია, რადგან ისინი დაამშვიდებენ მუცელს, შეამცირებენ სპაზმებს და გაანეიტრალებენ ინფექციას.