სამ კომპონენტიანი ნარევი ძალიან დამეხმარა ფრჩხილის სოკოს მკურნალობაში. ასე ავირიდე თავიდან პლასტინის დეფორმაცია და უსიამოვნო სიმპტომები

ფრჩხილის სოკო, იგივე ონიქომიკოზი, იწვევს ფრჩხილის ფორმისა და ფერის შეცვლას. ფრჩხილი ხდება მოყვითალო ან ნაცრისფერი შეფერილობის, რქოვანი გარსი ფხვიერდება და იფრცქვნება. შესაძლოა დაერთოს თითებს შორის კანის სიწითლე და ქავილი.

სოკოვან დაავადებებს იწვევს მცირე ტრამვები, ოფლიანობა, ფეხის არასათანადო ჰიგიენა. გარდა გარეგანი ფაქტორებისა,  სოკოს მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს იმუნიტეტის შესუსტება, ცუდი სისხლის მიმოქცევა, ქრონიკული პათოლოგიები და სხვა.

ფრჩხილის სოკოს მკურნალობა შესაძლებელია როგორც ქიმიური მედიკამენტებით, ისე ბუნებრივი მცენარეული საშუალებებით, რომლებიც არ იწვევს გვერდით ეფექტებს.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ხელნაკეთი ნარევის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სოკოსგან განკურნებას.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ეთილის სპირტი 90%-იანი
  • წყალბადის ზეჟანგი
  • თეთრი ძმარი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოსამზადებლად დაგჭირდებათ მინის კონტეინერი.
  2. მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით, მოათავსეთ მინის კონტეინერში და აურიეთ.
  3. მომზადებული ნარევი ბამბის ტამპონით შეიზილეთ დაზიანებულ ფრჩხილზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სამკურნალო პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სოკოს უგულებელყოფის ხარისხზე.