მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რათა მოამზადოთ ხორცის უგემრიელესი რულეტი კვერცხით

შემოგთავაზებთ დაუჯერებლად გემრიელი რულეტის რეცეპტს. ფენოვანი ცომის, გემრიელად შეზავებული ფარშისა და მოხარშული კვერცხის კომბინაციით ისეთ საოცარ კერძს მიიღებთ, რომ ყველას აღაფრთოვანებთ თქვენი კულინარიული ოსტატობით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხორცის ფარში 500-600 გრ
  • ფენოვანი ცომი ნახევარი კგ
  • მოხარშული კვერცხი 4 ცალი
  • 2 ცალი კვერცხი

მომზადების წესი:

  1. ხორცის ფარში შეაზავეთ თქვენი გემოვნების მიხედვით (მარილი, პილპილი, მწვანილი, ხახვი, სანელებლები), დაამატეთ 1 ცალი (უმი) კვერცხი და კარგად აურიეთ.
  2. ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ თხელ ოთხკუთხედ ფენად.
  3. ფარში გაყავით 2 ნაწილად. მოხარშული კვერცხები გაჭერით (სიგრძეზე) შუაზე.
  4. გაბრტყელებული ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და შუაში  გაანაწილეთ ფარშის ნახევარი. ფარშზე დააწყვეთ მოხარშული კვერცხები და ზემოდან დაფარეთ დარჩენილი ფარშით. ფენოვანი ცომი დაჭერით გრძივ ზოლებად (დააკვირდით ფოტოს). ცომის ზოლები რიგრიგობით, თითქოს წნავთ, მჭიდროდ შემოახვიეთ ფარშს.
  5. რულეტს ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი (1 ცალი). თუ სურვილი გაქვთ, მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
  6. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.
  7. ოქროსფრად დაბრაწული რულეტი ცოტა ხანს გააჩერეთ და შემდეგ დაჭერით.

აღგაფრთოვანებთ როგორც გემოთი, ისე არომატით. გემრიელად მიირთვით!