შემოგთავაზებთ ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით მომზადებული უგემრიელესი ნაყინის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- რძე 1ლ
- შაქარი 2 ჩ. ჭ.
- კარაქი 100 გრ
- 5 ცალი კვერცხი გული
- კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- რძე გააცხელეთ, დაამატეთ კარაქი და აადუღეთ.
- ცალკე ქვაბში აურიეთ შაქარი, სახამებელი, კვერცხის გულები და ათქვიფეთ.
- დაამატეთ იმ რაოდენობის რძე, რომ მიიღოთ თხელი არაჟნის სისქის მასა.
- ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ და ნაწილ-ნაწილ ამატებთ დარჩენილ რძეს. როგორც კი ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და ქვაბი ჩადეთ ცივი წყლით სავსე თასში. ურევთ განუწყვეტლივ, სანამ მასა არ გახდება თბილი. მომზადებული მასა დატოვეთ სრულ გაგრილებამდე. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე.
- მზა ნაყინი გადაიტანეთ თქვენთვის სასურველ ფორმებში და შედეთ საყინულეში.
- შეგიძლიათ მოამზადოთ ნაწილი შოკოლადით, ნაწილი_ ყავით ან მარწყვით. ძალიან გემრიელია მაყვლით. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზე და გემოვნებაზე არის დამოკიდებული.
გემრიელად მიირთვით!