ორგანიზმის სრული დეტოქსიკაცია და ნაწლავების მავნე ნარჩენებისგან დაცლა მარტივია საშინაო სასმელების დახმარებით

ჩვენი სხეულის ყველა ორგანო დაკავშირებულია ერთმანეთთან და ყველა საჭიროა ადამიანის ორგანიზმის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის. თითოეულ ორგანოს აქვს ავტომატური წმენდის მექანიზმი. ხშირად ვიღებთ უამრავ უსარგებლო საკვებს, რომლებიც აფერხებს როგორც გაწმენდის პროცესს, ისე მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას.

ტოქსინების დაგროვებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და გააუარესოს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა. მოცემული პრობლემის წინაშე რომ არ აღმოჩნდეთ, აუცილებელია ნაწლავის პერიოდულად გაწმენდა.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი, მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით მომზადებული გამწმენდი საშუალების რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლი 1 ცალი
  • სელის თესლი 1 ს. კ.
  • ჩიას თესლი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და მიღების წესები:

მოცემული ინგრედიენტები, ჩიას გარდა, დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ბოთლში, დაამატეთ ჩიას თესლი, შეანჯღრიეთ და ცოტა ხანს გააჩერეთ.

სამკურნალო ნარევის 1 ჭიქა დალიეთ უზმოზე. გამწმენდი პროცედურების დროს აუცილებელია, მთელი დღის განმავლობაში მიიღოთ ბევრი სითხე. გარდა ამისა, იკვებეთ სწორად და მიიღეთ ბოჭკოებით მდიდარი საკვები პროდუქტები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!