მკვებავი კრემი ნებისმიერი ტიპის კანისთვის, რომელიც ხანმოკლე ვადაში ნაოჭებსა და ლაქებს საგრძნობლად შეამცირებს

შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური ხელნაკეთი მკვებავი კრემის რეცეპტს, რომლიც საგრძნობლად ამცირებს ნაოჭებს, აფერხებს დაბერების პროცესს, ამკვრივებს, ატენიანებს კანს და ათანაბრებს კანის ტონს.

ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი შეესაბამება ყველა ტიპის კანს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი ან გლიცერინი 1 ს. კ.
  • ნუშის ან ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • გულყვითელას ნაყენი (სპირტზე დამზადებული) 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ. (სურვილის მიხედვით)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. თუ თქვენ იყენებთ ქოქოსის ზეთს, აუცილებლად უნდა შეათბოთ. ზეთი მოათავსეთ მინის პატარა თასში და თასი ჩადეთ თბილ წყალში. შემდეგ დაამატეთ ნუშის ზეთი, კვერცხის გული და კარგად აურიეთ. ბოლოს შეურიეთ გულყვითელას სპირტზე დამზადებული ნაყენი და თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ,  გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში და შედეთ  მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 1 თვე.
  2. დაიბანეთ სახე, კისერი, მკერდის ზონა, ხელები და კარგად შეიმშრალეთ. შემდეგ წაისვით კრემი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები მოიშორეთ მინერალურ  ან ანადუღარ თბილ წყალში გაჯერებული ბამბის ტამპონით.

მკვებავი კრემი გამოიყენეთ ნებისმიერ დროს, მაგრამ წელიწადის ცივ დროს წაისვით სახლიდან გასვლამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე.

სასურველ შედეგს ძალიან მალე მიიღებთ.