,,ლაზანია ზარმაცებისთვის“ – სულ რამდენიმე წუთში უგემრიელესი კერძის ანალოგი მზად გექნებათ

შემოგთავაზებთ მარტივად მოსამზადებელი ,,ლაზანიას“ რეცეპტს. ,,ზარმაც ლაზანიას“ ამზადებთ თხელი ლავაშით. არომატული შიგთავსით გაჯერებული კერძი უგემრიელესია და დაამშვენებს როგორც ოჯახურ, ისე სადღესასწაულო სუფრას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფარში (თქვენთვის სასურველი) 500 გრ
  • ხახვი 2 თავი
  • სოკო 500 გრ
  • ლავაში (თხელი)
  • რძე 1 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1 ს. კ.
  • ყველი

მომზადების წესი:

  1. სოკო დაჭერით წვრილად. ხახვი დაჭერით წვრილად.
  2. ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და სოკო მოთუშეთ ხახვთან ერთად.
  3. ფარში შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით გაანაწილეთ: ლავაში, ფარში, ლავაში, სოკო, ლავაში. თუ საშუალო ზომის ფორმას გამოიყენებთ, მაშინ ფარში და სოკოს მასა ორ ნაწილად გაყავით და შესაბამისად მოამზადებთ მეტ ფენას.
  5. ამზადებთ რძიან სოუს: 1 ს. კ. ფქვილს ნელ-ნელა დაასხით რძე,  შეაზავეთ მარილით და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ და აადუღეთ. მასა ოდნავ გასქელდება.
  6. რძიანი სოუსით დაფარეთ ,ლაზანია“ და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.

სოკო შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ პამიდვრით. გემრიელად მიირთვით!