გამოიყენეთ მარტივი საშინაო ნიღაბი, რათა კანი თვალების გარშმო გლუვი, ნაოჭებისა და შავი წრეებისგან თავისუფალი იყოს

0
968

გადაღლა, უძილობა, გაუწყლოება არის თვალების ირგვლივ მუქი წრეების, შეშუპებული თვალების და დაღლილი გამომეტყველების ძირითადი მიზეზები.

მოცემული პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში, აუცილებელია მშვიდი ძილი, ძილი ხომ ჩვენი სილამაზის, ჯანმრთელობისა და ენერგიის ძირითადი წყაროა. დღის განმავლობაში აუცილებლად მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი და ჩაიტარეთ ისეთი პროცედურები, რომლებიც ღრმად კვებავს თვალის ზონას, იძლევა სტაბილურ და ხანგრძლივ ეფექტს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული უმარტივესი, ბიუჯეტური და ეფექტური ნიღბების რეცეპტებს.

ნესვისა და სტაფილოს ნიღაბი

წყლით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ნესვი საუკეთესოა თვალების ირგვლივ მუქი წრეების, შეშუპებისა და გამომშრალი კანის საწინააღმდეგოდ. ნიღაბის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გაყინული, ისე ახალი ნესვი.

სტაფილო მდიდარია A ვიტამინით, რომელიც დაბერების საწინააღმდეგო ვიტამინია.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გაყინული ან ახალი ნესვის პატარა ნაჭერი
  • სტაფილოს პატარა ნაჭერი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. სტაფილოს დაამატეთ ცოტა წყალი, დაახლოებით, 1-2 ს. კ. და დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ ნესვი და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.
  2. მზა მასა დაიტანეთ თვალების ირგვლივ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ.

თაფლის, კიტრისა და კარტოფილის ნიღაბი  

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • კიტრის წვენი 1 ჩ. კ.
  • გახეხილი კარტოფილი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და დაიტანეთ თვალების ირგვლივ წინასწარ გაწმენდილ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი.

მოცემული საშუალება გამოიყენეთ ყოველ დღე 1 თვის განმავლობაში.