მჟავიანობის შემცირება და ხშირი გულძმარვისგან თავის დაღწევა ამ მარტივი საშინაო რეცეპტით შევძელი

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც  შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებით, ინფექციებით, ჰელიკობაქტერია პიროლით.

გულძმარვა_წვის, მჟავე წვენის უკან, საყლაპავისკენ, ამოტყორცნის, შემაწუხებელი შეგრძნებაა. მისი ხშირად გამეორება გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებებზე მიუთითებს.

ეს ორი მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია, ამიტომ არ მოდუნდეთ და დაუყონებლივ მიიღეთ სათანადო ზომები.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე დაფუძნებულ მარტივ ხელნაკეთ საშუალებებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ მჟავიანობისა და გასტრიტის განკურნებას.

1. სელის ჩაი

სელის ჩაი ხელს უწყობს წონის კლებას, აუმჯობესებს  საჭმლის მონელებას, აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს.

სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ. კ. სელის თესლი
  • ფინჯანი ცხელი წყალი

მომზადებისა და მიღების წესები:

სელის თესლს დაასხით წყალი და დააყოვნეთ 12 საათი. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ.

2. ლიმონიანი წყალი

უმარტივესი ნარევი მოგიხსნით გულძმარვას, ბოყინს, მუცლის შებერილობას. გასტრიტითა და მჟავიანობით გამოწვეული დისკომფორტის მოსახსნელად დალიეთ ფინჯანი ლიმონიანი წყალი.

3. ქოქოსის წყალი

ქოქოსის წყალი შეიცავს ბუნებრივ ბიო აქტიურ ფერმენტებს,  რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

კუჭის კედლების აღსადგენად რეკომენდებულია ქოქოსის წყლის ხშირი მიღება. ამ გზით შეგიძლიათ ებრძოლოთ გასტრიტისა და გულძმარვის პრობლემებს.

4. კარტოფილი

კარტოფილის წვენი ხელს უწყობს გასტრიტის, წყლულის, ყაბზობისა და დიარეის სიმპტომების შემსუბუქებას. ეს უებარი სასმელი უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრდიენტები:

  • კარტოფილი (საშუალო) 1 ცალი
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და მიღების წესები:

კარტოფილი დაჭერით, დაასხით წყალი, დააბლენდერეთ და დალიეთ მომზადებისთანავე. კარტოფილის წვენი მიიღეთ უზმოზე.

სამკურნალო პროცედურებთან ერთად უარი თქვით გაზიან სასმელებზე, გადამუშავებულ საკვებზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის კედლების გაღიზიანება.