გემრიელი კრემით სავსე ეკლერები ყველას საყვარელი დესერტია. ამჟამად, შემოგთავაზებთ ხაჭოსა და ხილის იოგურტის დელიკატური და არომატული შიგთავსით მომზადებული ეკლერების რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 3 ცალი
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- კარაქი 100 გრ
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 400 გრ
- ხილის იოგურტი (ხილის ნაჭრებით) 300 მლ
მომზადების წესები:
- ცომის მოსამზადებლად გამოიყენეთ სქელძირიანი ქვაბი.
- ჩაასხით წყალი და აადუღეთ. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ. წყალს დაამატეთ მარილი, კარაქი და ძალიან სწრაფად შეურიეთ ფქვილი. დაახლოებით, 1 წუთამდე თუშეთ დაბალ ცეცხლზე.
- თბილ ცომს სათითაოდ დაამატეთ კვერცხი. ცომს ზელთ ხელით. მიიღებთ სქელ ცომს.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომის გასანაწილებლად გამოიყენეთ საკონდიტრო ტომარა.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. ფორმა შედეთ ცხელ ღუმელში (ღუმელი არ გამოაღოთ). 15 წუთის შემდეგ, დაუწიეთ 170 გრადუს ტემპერატურამდე. როდესაც ეკლერები ოქროსფრად დაიბრაწება, ღუმელი გამორთეთ, მაგრამ 10 წუთი არ გამოაღოთ.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ღუმელი გამოაღეთ და ეკლერები დატოვეთ კიდევ 10 წუთი.
- ამზადებთ კრემს: ხაჭო და იოგურტი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- გაგრილებული ეკლერები ამოავსეთ არომატული კრემით და ზემოდან დაფარეთ შაქრის ფხვნილით.
გემრიელად მიირთვით!