ეს ნატურალური წვენი წმენდს ღვიძლს, გვაშორებს სხეულში დაგროვებულ ტოქსინებსა და წიდებს, პლუს გვავსებს ენერგიით

ღვიძლის გამართული ფუნქციონირება ადამიანის ჯანმრთელობის გადამწყვეტი ფაქტორია. ღვიძლის  ფუნქციონირებას აფერხებს პასიური ცხოვრება, დაბინძურებული გარემო, ალკოჰოლი, არასწორი კვება, გადამუშავებული საკვების მიღება. ეს ფაქტორები იწვევს ღვიძლში ტოქსინებისა და ცხიმების დაგროვებას.

ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს ფუნქციონირების აღსადგენად აუცილებელია ღვიძლის რეგულარულად გაწმენდა. შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული გამწმენდი სასმელის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ღვიძლის განახლებას.

დეტოქს წვენის ყველა ინგრედიენტი: სტაფილო, ჭარხალი. კომბოსტო, ვაშლი, ჯანჯაფილი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინარელებს. მაშასადამე, უძლიერესი წვენის გამოყენებით თქვენს ორგანიზმს გააჯერებთ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებითა და ელექტროლიტებით. მცენარეული ფლავონოიდებითა და ბეტა-კაროტინით მდიდარი ჭარხალი და სტაფილო ასტიმულირებს და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას.

წვენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაჭრილი კომბოსტო, დაახლოებით, ნახევარი ჩ. ჭ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ. ან ფორთოხლის წვენი 1 ს. კ.
  • ვაშლი 1 ცალი
  • ჯანჯაფილის 1 პატარა ფესვურა
  • დაჭრილი ჭარხალი ნახევარი ჩ. ჭ.
  • დაჭრილი სტაფილო ნახევარი ჩ. ჭ.
  • წყალი ან მინერალური წყალი 200 მლ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და 200 მლ დალიეთ მომზადებისთანავე. უმჯობესია, იყოთ უზმოზე. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ სულ 3-ჯერ. დარჩენილი მასა გაყავით ორ ნაწილად და მიიღეთ კვებათა შორის.
  2. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 3 დღე. შემდეგ დაისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

მიიღებთ საოცარ შედეგს: უმჯობესდება განწყობა. სასმელი აღგავსებთ ენერგიით, გრძნობთ სიმსუბუქეს, იკლებს თავისა და  სახსრების ტკივილი.

ღვიძლის რეგულარულ წმენდას შეუძლია მრავალი სარგებელი მოახდინოს ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!