შემოგთავაზებთ 100%-ით ნატურალური ნარევის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ლაქების, მუწუკების მოშორებას, გაითანაბრებთ კანის ტონს და ბუნებრივი გზით შეძლებთ კანის გამკვრივებას.
მოსამზადებლად მარტივი და ბიუჯეტური ინგრედიენტებით დატვირთული ნარევი კანისთვის საოცრებებს ახდენს.
ძირითადი ინგრედიენტია ოხრახუში. ოხრახუში შეიცავს დიდი რაოდენობით A და C ვიტამინებს და მინერალებს: კალციუმს, გოგირდს, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმსა და კალიუმს.
მოცემული საშუალება ათანაბრებს კანის ტონს და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. ამცირებს კანის გაღიზიანებასა და ანთებას, ხსნის სიწითლეს, ქავილს და ათანაბრებს კანის ტონს.
კიდევ ერთი ინგრედიენტი არის ლიმონი, რომელსაც მრავალი სარგებელი მოაქვს კანისთვის. ლიმონი ათანაბრებს კანის ტონს, აღიავებს ასაკობრივ ლაქებსა და ჭორფლებს.
დაიმახსოვრეთ, მოცემული საშუალება უნდა გამოიყენოთ საღამოს, ძილის წინ, რადგან მის შემადგენლობაში შედის ლიმონი.
ლიმონი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვაშლის ძმრით. ვაშლის ძმარი გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს, მოგაშორებთ ნაოჭებს, მუწუკებს, კურნავს ანთებას და აღადგენს კანის უჯრედებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 100 მლ
- ოხრახუშის ნედლი ფოთლები დაჭრილი, დაახლოებით, 1 ს. კ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხმარი, მაგრამ ახალი ოხრახუში ბევრად უფრო ეფექტურია).
- ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი 1 ჩ. კ. (უმჯობესია ორგანული ვაშლის ძმარი გამოიყენოთ)
მომზადების წესი:
- წყალი ჩაასხით ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. როგორც კი წყალი ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი.
- მომზადებული ნარევით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე, მკერდის ზონაზე და ხელებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. დილით ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- მოცემული საშუალება გამოიყენეთ ყოველ საღამოს. სასურველ შედეგს ერთი კვირის შემდეგ მიიღებთ.
- ნარევი გადაიტანეთ მინის ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ ხუფი 3-4 დღით შეინახეთ მაცივარში.
შეგიძლიათ ნარევი ჩაასხათ ყინულის ფორმაში და გაყინოთ. ყოველ საღამოს დაიმუშავეთ წინასწარ გაწმენდილი სახის კანი, ყელი, მკერდის ზონა, ხელები ყინულის სამკურნალო კუბიკით და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. დილით თბილი წყლით დაიბანეთ.