შემოგთავაზებთ ბანანის ბაზაზე მომზადებული უმარტივესი ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც ანიჭებს კანს სიმკვრივეს, ათანაბრებს ტონს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ამცირებს ღრმა ნაოჭებს, ხელს უწყობს კანზე ანთების, აკნეს, პიგმენტური ლაქების აღმოფხვრას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფსორიაზის სამკურნალოდ.
ეს უგემრიელესი ხილი გაჯერებულია კანის ჯანმრთელობასა და სილამაზისთვის საჭირო თვისებებით. ბანანი მდიდარია კალიუმით, ნივთიერებით, რომელიც კვებავს კანის უჯრედებს. ბანანი ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას, კურნავს დაზიანებებს და აღმოფხვრის გაღიზიანებას.
ბანანის შემადგენლობაში შედის E ვიტამინი, რომელსაც აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისებები, უნარჩუნებს კანს ტენიანობას, ააქტიურებს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას.
შემოგთავაზებთ საუკეთესო ნიღბების რეცეპტებს. ცადეთ, გამოიყენეთ და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით!
რეცეპტი N1
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბანანი 2 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე და მკერდის ზონაზე და თანაბრად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- დატენიანებული კანზე წაისვით ცოტა ქოქოსის ან ნუშის ზეთი.
- ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ.
რეცეპტი N2
დამატენიანებელი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბანანი 2-3 ს. კ.
- სოდა 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ბანანის რბილობს დაამატეთ საკვები სოდა და კარგად აურიეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე და თანაბრად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ბანანისა და სოდის კომბინაცია საუკეთესოა ცხიმიანი კანისთვის და მუქი ლაქების საწინააღმდეგოდ, რადგან სოდა შესანიშნავია კანის ზედმეტი ცხიმების შთანთქმისთვის.
რეცეპტი N3
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბანანი 2 ს. კ.
- შვრიის დაფქული ფანტელი 1 ს. კ.
- არაჟანი 1 ჩ. კ. ან ხაჭო
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მოცემული ნიღბების გამოყენებამდე, გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. მომზადებული მასის მცირე ნაწილი დაიტანეთ კანზე, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და თუ გარკვეული რეაქცია არ მოჰყვა, შეგიძლიათ ნიღაბი თამამად გამოიყენოთ.