ლიმონი უძლიერესი სამკურნალო მცენარეა. მჟავე გემოს არომატულ ნაყოფს აქვს ორგანიზმის ალკალიზაციის წარმოუდგენელი უნარი, გამოდევნის ტოქსინებს და აჯანსაღებს ჩვენს ორგანიზმს.
ლიმონის წვენს იყენებს ყველა, ხოლო ქერქს ყრიან. შემოგთავაზებთ სამკურნალო ფხვნილის რეცეპტს, რომელიც დაფუძნებულია ლიმონისა და ფორთოხლის ცედრაზე. ამ საოცრად არომატულ ფხვნილს მრავალი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. მოცემული საშუალება მდიდარია ბოჭკოებით. ბოჭკოები ხელს უწყობს ნაწლავების გაწმენდას და აჩქარებს წონის დაკლებას.
გარდა ამისა, ცედრა შეიცავს D-ლიმონენს, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს თირკმელებში ქვების დაშლას და არტერიების დახშობის პრევენციას, აძლიერებს იმუნიტეტს, შლის ტოქსინებს, სასრგებლოა ძვლების ჯანმრთელობისთვის, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, იცავს პირის ღრუს ჯანმრთელობას.
შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ფხვნილის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონი
- ფორთოხალი
მომზადებისა და მიღების წესები:
ლიმონი და ფორთოხალი გარეცხეთ, გააშრეთ, გათალეთ და ქერქი დაჭერით წვრილად. შემდეგ გაანაწილეთ ლანგარზე და გასაშრობად დადეთ სითბოში.
გამომშრალი ცედრა დაფქვით ყავის საფქვავში ან ბლენდერში. მიღებული ფხვნილი გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
რეკომენდებულია დღეში მაქსიმუმ 3 ს. კ. გამოყენება. მომზადებული ფხვნილი დაამატეთ წვენებს, დესერტებს, ჩაის, სალათებს, შვრიის ფაფას და ა. შ.
ციტრუსების სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ფხვნილი კერძებს საოცარ არომატს ჰმატებს და ამასთან ერთად, აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!