დაფნა ბუნების საოცარი ქმნილებაა. მას აქვს სასიამოვნო და ამავე დროს საკმაოდ მძაფრი არომატი. სწორედ ამიტომ, დაფნის ფოთლები აქტიურად გამოიყენება კულინარიაში.
ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გაჯერებული დაფნის ფოთლები მრავალი დაავადების მკურნალია.
ექსპერტების აზრით, დაფნის სურნელოვანი ფოთლები დიდ გავლენას ახდენს სტრესსა და შფოთვაზე.
რეკომენდებულია დაფნის რამდენიმე გამხმარი ფოთლის დაწვა. არომატი შეისუნთქეთ, დაახლოებით, 10 წუთი. სურნელოვანი კვამლი გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს, რომლებიც ამშვიდებს ტვინს. ღრმად ჩაისუნთქეთ და მოადუნეთ სხეული და გონება.
დაფნის სამკურნალო შესაძლებლობები ამოუწურავია.
დაფნის ფოთლები აქვს შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტირევამატიული, საჭმლის მომნელებელი, მასტიმულირებელი, ამოსახველებელი თვისებები.
დაფნის ფოთლები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონის კლებას.
დაფნის ფოთოლი მოქმედებს როგორც ამოსახველებელი საშუალება გაციების, გრიპის, ბრონქიტისა და სხვა დაავადებების დროს, რომლებიც გავლენას ახდენენ სასუნთქ სისტემაზე.
შემოგთავაზებთ დაფნის ფოთლის ბაზაზე მომზადებული ორი სამკურნალო საშუალების რეცეპტს.
დაფნის ფოთლების ჩაი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დაფნის ფოთოლი 3 ცალი
- წყალი 1 ლ
მომზადებისა და მიღების წესები:
- აადუღეთ წყალი, დაამატეთ დაფნის ფოთლები და გადმოდგით ცეცხლიდან. ქვაბს დაახურეთ სარქველი და დააყოვნეთ 10 წუთი.
- სამკურნალო ჩაის 200-200 მლ მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
- უკუჩვენება: ჩაის გამოყენება არ შეიძლება ორსულებისთვის და ლაქტაციის პერიოდში.
სამკურნალო პროცედურები ხანგრძლივობა სამი კვირა. თუ დაფნის ფოთლების ჩაის გასახდომად იყენებთ, ორი კვირა შეისვენეთ და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.
დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება მოთენთილობა, ძილიანობა ან კუჭის გაღიზიანება გამოიწვიოს.
დაფნის ფოთლების სიროფი
დაფნის ფოთლების სიროფი ხველის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 150 მლ
- ყავისფერი შაქარი ან ნატურალური თაფლი 6 ს. კ.
- ლიმონი 1 ცალი
- დაფნის ფოთოლი 6 ცალი
ინსტრუქცია:
- აადუღეთ წყალი, დაამატეთ დაფნის ფოთლები და გადმოდგით ცეცხლიდან. ქვაბს დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 10 წუთი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ქვაბიდან ამოიღეთ დაფნის ფოთლები. სითხე გადაასხით მინის ქილაში, დაამატეთ შაქარი ან თაფლი, ლიმონის წვენი და ურევთ შაქრის გადნობამდე.
- სიროფის თითო-თითო ს. კ. მიიღეთ დღეში 3-5-ჯერ. ძლიერი ხველის დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს.
- მოცემული საშუალება საუკეთესოა მშრალი ხველის დროს.
სიროფი აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია მაქსიმუმ 3 დღე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!