პარაზიტებად ითვლება ნებისმიერი ცოცხალი არსება, რომელიც ცხოვრობს და იკვებება სხვა ორგანიზმის ხარჯზე, მოიხმარს საკვებ ნივთიერებებს და ამით ასუსტებს ორგანიზმს. როდესაც პარაზიტები იწყებენ გამრავლებას, ადამიანს ექმნება საფრთხე, რადგან თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.
გამოკვლევების თანახმად დადასტურებულია, რომ ამ პრობლემის წინაშე მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი დგას.
შემოგთავაზებთ იმ ძირითად სიმპტომთა ჩამონათვალს, რომლებიც მიუთითებს თქვენს ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე.
- ბრუქსიზმი: კბილების უნებლიე კრაჭუნი ძილის დროს, რომელიც მიუთითებს ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე.
- ანემია: პარაზიტები ორგანიზმიდან ითვისებენ საკვებ ნივთიერებებს, სწორედ ამიტომ, ორგანიზმი განიცდის ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს.
- კანის მდგომარეობის გაუარესება: ანთება, გამონაყარი, ჭარბი მუწუკები შეიძლება გამოწვეული იყოს პარაზიტების არსებობით.
- კუნთებისა და სახსრების პრობლემები: ზოგიერთი პარაზიტი აზიანებს კუნთოვან ქსოვილსა და სახსრებს. თუ თქვენ მოულოდნელად დაგეწყოთ ტკივილები, შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში პარაზიტების არსებობით.
- ნერვოლოგიური კრიზისი: ხშირია დარღვევები ნერვული სისტემის მხრივაც. აღსანიშნავია აგზნებადობის მომატება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გონებრივი ჩამორჩენილობა.
- მადის პერიოდული ცვლილებები: შეუძლიათ გამოიწვიოს როგორც მადის მომატება, ისე უმადობა.
- უენერგიობა და სისუსტე: ჩვენს ორგანიზმზე დიდ გავლენას ახდენს საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, ეს იწვევს სისუსტეს, მოთენთილობას.
- უკანა ტანის ქავილი: პარაზიტები მშვიდად ცხოვრების უფლებას არ გვაძლევენ და იწვევენ ისეთ უსიამოვნო პრობლემებს როგორიცაა ანალური ქავილი.
- მუცლის ტკივილი: პარაზიტები იწვევენ მუცლის შებერილობას, დისკომფორტს კუჭის არეში, ტკივილს ჭიპის ირგვლივ, უზმოზე ღებინებას.
- საჭმლის მონელების პროცესის გართულება: პარაზიტები აფერხებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
შემოგთავაზებთ უმარტივესი და უძლიერესი ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ორგანიზმის პარაზიტებისგან გაწმენდას.
გამწმენდი ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნიორი 3 კბილი
- ჯანჯაფილის 3 თხელი ნაჭერ
- წყალი 750 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ნიორი და ჯანჯაფილი დაჭერით, მოათავსეთ პატარა ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.
მიიღეთ თითო-თითო ფინჯანი დღეში 2-ჯერ ჭამის დროს. სამკურნალო ჩაი უსაფრთხოა, შეგიძლიათ მიიღოთ რეგულარულად ორი კვირის განმავლობაში, შეისვენეთ და საჭიროების მიხედვით კვლავ გაიმეორეთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!