ჩაზრდილი ფრჩხილი, ანუ ფრჩხილის კანში შეჭრა საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა. ეს მდგომარეობა ვლინდება ფეხის ცერა თითებზე. ფრჩხილი იხვევა და იჭრება კანში, რომელიც იწვევს დაზიანებული ნაწილის ირგვლივ შეშუპებასა და სიწითლეს.
ფრჩხილის ჩაზრდა შეიძლება ბევრმა ფაქტორმა გამოიწვიოს, მაგალითად:
- ფრჩხილის ძალიან მოკლედ მოჭრამ ან არასწორად მოჭრამ.
- მოჭერილი ფეხსაცმელი ზეწოლას ახდენს ფრჩხილის გარშემო კანზე.
- ფეხის ოფლიანობა _ ოფლი არბილებს ფრჩხილის ირგვლივ კანს და ფრჩხილს უადვილდება კანში შეჭრა და შეზრდა.
- ფრჩხილის სოკოვან ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს ფრჩხილის დაზიანება, გასქელება, რასაც შედეგად მოჰყვება ფრჩხილის ჩაზრდა.
სამწუხაროდ, მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ხშირად ქირურგიული ჩარევაც კი ხდება საჭირო, ამიტომ მოსალოდნელი გართულებების ასარიდებლად სასწრაფოდ მიიღეთ ზომები.
შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს, რომელთა წყალობით სახლის პირობებში შეძლებთ ტკივილის შემსუბუქებას, შეაფერხებთ ინფექციის გავრცელებას და თანდათან თავს დააღწევთ მოცემულ პრობლემას.
1. ეფსომის მარილის აბაზანები
ფრჩხილის გაწმენდას, ბაქტერიების აღმოფხვრას, ტკივილისა და შეშუპების მოხსნას შეძლებთ, თუ გაიკეთებთ ეფსომის მარილის აბაზანებს.
თბილ წყალში (დაახლოებით, 3-4 ლ) გახსენით ეფსომის მარილი (ჩაის ჭიქის მეოთხედი) და 15 წუთით ჩაყავით ფეხები. პროცედურა გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე.
ამ გზით შეძლებთ ფრჩხილების დარბილებას და შემდეგ ფრთხილად მოიჭერით ფრჩხილის კუთხეები, ეს შეამცირებს ზეწოლას კანზე. ფეხები გაიმშრალეთ და ამოიცვით წინდები.
2. ვაშლის ძმარი
ეფსომის მარილის აბაზანები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ვაშლის ძმრით.
3. ეთერზეთები
შემოგთავაზებთ ნატურალური მალამოს რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ტკივილის შემსუბუქებას და ანთებითი პროცესის აღმოფხვრას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ევკალიპტის ეთერზეთი 5 წვეთი
- ჩაის ხის ეთერზეთი 5 წვეთი
- ლავანდის ეთერზეთი 5 წვეთი
- პიტნის ეთერზეთი 2 წვეთი
- ორეგანოს ზეთი 1 წვეთი
- ალოე ვერას გელი 60 გრ
- ქოქოსის ზეთი 60 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მალამოც მზად არის. გადაიტანეთ მინის ქილაში და დაახურეთ ხუფი.
აბაზანის მიღების შემდეგ ფეხები კარგად შეიმშრალეთ და მალამო მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. მალამო გამოიყენეთ დღეში 2-3-ჯერ.
4. კბილის ძაფი და ბამბა
როგორც კი აბაზანას მორჩებით, ფრჩილის ქვეშ ფრთხილად ამოიდეთ კბილის ძაფი და ნელ-ნელა წამოწიეთ ის მაღლა. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა არ დაიზიანოთ ფრჩხილი. შემდეგ აიღეთ სტერილური ბამბის პატარა ნაჭერი და ამოიდეთ ფრჩხილსა და კანს შორის. დაიტოვეთ ასე მთელი ღამით. ჩაიტარეთ ეს მარტივი პროცედურა ყოველდღიურად იქამდე, სანამ ამ უსიამოვნო პრობლემას თავს არ დააღწევთ.
5. შეცვალე ფეხსაცმელი
მჭიდრო ფეხსაცმელი და მაღალი ქუსლები ზეწოლას ახდენს თქვენს თითებზე. ის ასევე ხელს უწყობს ჩაზრდილი ფრჩხილის კანში ღრმად შეღწევას, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს.
მოცემული პრობლემის აღმოფხვრამდე ჩაიცვით თავისუფალი ფეხსაცმელი და სანდლები.
თუ გსურთ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე აღარ აღმოჩნდეთ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- ფრთხილად დაიჭერით ფრჩხილები, სწორხაზოვნად და კუთხეების არ მოამრგვალოთ.
- გამოიყენეთ რბილი, მოსახერხებელი და თავისუფალი ფეხსაცმელი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!