კლასიკური ბისკვიტის მარტივი რეცეპტი. ის ყოველთვის ნაზი, ფუმფულა და მოცულობითი გამოგივათ

შემოგთავაზებთ კლასიკური ბისკვიტის რეცეპტს, რომელიც ისეთი მსუბუქი, ფუმფულა და ჰაეროვანია, რომ კრემის გარეშეც შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი (საშუალო ზომის) 4 ცალი
  • შაქარი 120 გრ
  • ფქვილი 90 გრ
  • სახამებელი 30 გრ
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. ოთახის ტემპერატურის კვერცხი ათქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე, დაამატეთ შაქარი, ვანილი და თანდათან მოუმატეთ სიჩქარეს. თქვეფთ, დაახლოებით 5 -8 წუთი. უნდა მიიღოთ ფაფუკი, ჰაეროვანი, ღია ფერის მასა.
  2. გაცრილ ფქვილს შეურიეთ სახამებელი და გამაფხვიერებელი.
  3. ფქვილიანი ნარევი თანდათან შეურიეთ კვერცხიან მასას. ურევთ ნაზად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. იყენებთ ხის ან პლასტმასის კოვზს.
  4. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი (ცხიმი არ წაუსვათ) და ფაფუკი ცომი ნაზად გადაიტანეთ. ფორმა დაუყონებლივ შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 40-50 წუთი.
  5. პირველი 30 წუთი ღუმელის კარი არ გამოაღოთ. ბისკვიტი გააგრილეთ და მხოლოდ შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

საოცრად ფუმფულა და ჰაეროვანი ბისკვიტი უგემრიელესია.