3 სერიოზული სიმპტომი, რომელიც ალერგიული რეაქციის მანიშნებელია

ფოტო: cenczi on Pixabay

ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და მისი სიმპტომები ხშირად გავს სხვა დაავადებების ნიშნებს, რის გამოც მისი მკურნალობა გვიძნელდება. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი იმ სამი ნიშნის შესახებ, რომელიც ალერგიის ამოცნობაში და დროულად მკურნალობაში დაგეხმარებათ:

გაციების მსგავსი სიმპტომები

თუ ხშირად ახველებთ, ეს შეიძლება ალერგიის ნიშანი იყოს. გაციების დროს ხველებას თან ახლავს ყელის ტკივილი და ანთება. თუ ეს სიმპტომები ხველებას თან არ ახლავს, მაშინ იგი ალერგიითაა გამოწვეული.

გამონაყარი კანზე

ცხელ პერიოდში კანზე გამონაყარი ხშირად კოღოების ნაკბენი ჰგონიათ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ რომ კოღოს ნაკბენსაც კი შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა. ასევე მიაქციეთ ყურადღება ტანის იმ ნაწილებს, რომელსაც ხშირად ეხება სამოსი. ასეთ ადგილებში გამონაყარის გაჩენა შეიძლება სარეცხი საშუალებების კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლინების ნიშანი იყოს.

თვალების ქავილი და შეშუპებული ქუთუთოები

ეს სიმპტომები თვალების აწყლიანებასთან ერთად ალერგიის ცნობილი ნიშნებია. ისინი ხშირად ჩნდება ხეების ბუსუსებთან ან ცხოველის ბეწვთან კონტაქტისას. მიაქციეთ ყურადღება სახისა და ტანის სხვადასხვა ნაწილის შეშუპებას, რადგან ეს შესაძლოა საჭმელზე ალერგიული რეაქციის სიმპტომი იყოს.

ზოგადი რჩევები:

ჩაიწერეთ დღიურში თქვენი ალერგიული რეაქციების სიმპტომები, სიტუაცია რომელშიც ის გაგიჩნდათ და ასევე ის აქტივობებიც, რაც ამას უძღვოდა წინ. ამის საშუალებით ექიმი უფრო მარტივად ამოიცნობს ალერგიის გამომწვევ მიზეზს.
ყოველთვის თან იქონიეთ ანტიალერგიული მედიკამენტი.
თუკი ალერგიული რეაქციები კვირაში ერთზე მეტჯერ გივლინდებათ, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.